ყველაზე შემოსავლიანი კენკროვანი კულტურა საქართველოში

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

აპრილი 18, 2022

ყველაზე შემოსავლიანი კენკროვანი კულტურა საქართველოში

მარწყვი მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კენკროვანი კულტურაა, რომელიც გემრიელი და არომატული ნაყოფიგამოირჩევა. მსოფლიოში მარწყვი დიდი რაოდენობით მოჰყავთ აშშ-ში, ესპანეთში, თურქეთში, მექსიკაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, რუსეთში და კავკასიის თითქმის ყველა რესპუბლიკაში. საქართველოში მარწყვის მოყვანა როგორც ღია ასევე დახურულ გრუნტში შესაძლებელია და  მისი წლიური წარმოება 800-1200 ტონას არ აღემატება. მარწყვი კარგად ვითარდება ნოყიერ და მსუბუქ, ფხვიერ ნიადაგზე და მოსავალს დარგვიდან პირველსავე წელს იძლევა. 3-4 წლის განმავლობაში მარწყვის პლანტაცია კარგ მოსავალს იძლევა და შემდგომ ნერგების ხელახლა გაშენებაა საჭირო. მარწყვის გაშენება დაუშვებელია ისეთ ადგილებში, სადაც წინა წლებში კარტოფილი და პომიდორი მოჰყავდათ, რადგან ასეთ დროს ფესვის სიდამპლის გაჩენის დიდი ალბათობა არსებობს.

როგორ დავიწყოთ მარწყვის მოყვანა?

მარწყვის მოსაყვანად შეარჩიეთ მზით კარგად განათებული ადგილი, სადაც წყლის სიჭარბის შემთხვევაში აუცილებელია კვლების გაკეთება. ნაკვეთის მომზადება ნახევარი წლით ადრე უნდა დაიწყოს, ჩატარდეს აგროქიმიური ანალიზი და ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები. ნაკვეთის მომზადებისას მას წინა წლის მცენარეულობისგან ათავისუფლებენ, აცილებენ სარეველებს და 25-30 სმ-ის სიღრმეზე ხნავენ ფართობს. ამ ოპერაციის შედეგად უნდა მივიღოტ ერთგვაროვანი და კარგად გაფხვიერებული ნიადაგი, რომელსაც ქერქი ექნება. კულტივაციის ჩატარებამდე  სასუქების შეტანაა რეკომენდირებული, ხოლო კულტურის დახურულ გრუნტში მოყვანისას ღარებში წინასწარ მომზადებული სუბსტრატი იყრება. მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად პირველი ყვავილის მოცილება აუცილებელია, რაც განუვითარებელი ფოთლებისა და სტოლონების მოცილებაში გამოიხატება. სარეველების მოსაცილებლად მიზანშეწონილია ჰერბიციდების დროული გამოყენება და მორწყვის შესაბამისი რეჟიმის დაცვა.

გავრცელებული დაავადებები და მოსავლის აღება

მარწყვის ნარგავებში გავრცელებულია შავი სილაქავე, ფიტოფტორა , ნაცრისფერი სიდამპლე, ფესვის შავი სიდამპლე, მავნებლებისგან კი ყველაზე სახიფათოა მარწყვის ცხვირგრძელა. ნაყოფი სიმწიფეში შედის 25-35 დღის შემდეგ, ხოლო მოსავლის აღება ყოველ მეორე-მესამე დღეს, დილის საათებში ხდება. მოკრეფილი ნაყოფი სპეციალურ ტარაში ინახება 3-5 °C -ზე, რის შემდგომაც 3-4 დღის განმავლობაში მისი რეალიზება უნდა მოახდინოთ.

  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
გეგმიური წამლობები ციტრუსის უხვი მოსავლის მისაღებად

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან

იხილეთ ვრცლად
აპრილში ჩასატარებელი წამლობები თხილის კულტურაში

საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს

იხილეთ ვრცლად
გარგარის მოვლა-მოყვანა

კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,

იხილეთ ვრცლად