სალათის ყველაზე წარმატებული ჰიბრიდები საქართველოში

სალათა ბალახოვანი მცენარეა, რომლის სახეობათაგან გავრცელებულია ფოთლოვანი, თავიანი, რომეინი (რომაული) და სატაცურისებრი სალათები. სალათების წარმოებას ძველ ეგვიპტეში, რომსა და საბერძნეთშიც მისდევდნენ. მაღალი კვებითი ღირებულების გამო საქართველოში სალათები აქტიურდ მოიყვანება როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში. სალათებზე მოთხოვნა განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იზრდება და ამ კულტურას საექსპორტოდ უდიდესი პოტენიალი გააჩნია.
სალათის წარმოების ტექნიკა
სალათის წარმოება შესაძლებელია როგორც პირდაპირ ღია გრუნტში თესვით, ასევე ჩითილის მეთოდით. ჩითილის ფაზაში მცენარე ადვილად იტანს -20C წაყინვას. შემოდგომაზე მოზრდილ მცენარეებს შეუძლიათ გადაიტანონ მინუს 10-120C. საქართველოში პერსპექტიულია თავიანი და ფოთლოვანი სახეობის სალათები. კულტურას ახასიათებს მოკლე სავეგეტაციო პერიოდი და მაღალი მოსავლიანობა, ასევე ნებისმიერ კლიმატურ ზონაში მისი წარმოება შესაძლებელია.
სტარფაითერი / Starfighter RZ
მუქი მწვანე ფერის სალათი ბატავია, ჰოლანდიური კომპანია რაიკ ცვაანის ნაწარმია, რომელიც ნეკროზების მიმართ განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა. ფოთლები მკვრივია და ოდნავ ბუშტოვანი. მცენარე ხასიათდება დიდი, ღია ფოთლების როზეტით. მედეგია ჭრაქის, სალათის მწვანე ბუგრის და სალათის ფესვის მიმართ.
აფიციონი / Aficion RZ
ღია მწვანე ფერის სალათი ბატავია, კიდეების ნეკროზის და აყოჩების (აყვავილების) მიმართ კარგი მედეგობით, წარმატებით მოიყვანება ყველა განსხვავებულ სინათლის ან კლიმატურ პირობებში. ერთ-ერთი ყველაზე მალმწიფადი და საადრეო სალათის ჯიშია ჰოდროპონიკაზე მოყვანისას (დაახლოებით 17 დღე ჩითილობა, 20 დღე ხაზზე). ეგუება ოპტიმალური პირობებიდან მკვეთრ გადახვევებს, არ არის მიდრეკილი აღერებისკენ, მომატებული ტემპერატურის პირობებში. გამძლეა ჭრაქის მიმართ.

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან
იხილეთ ვრცლად
საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს
იხილეთ ვრცლად
კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,
იხილეთ ვრცლად