პომიდვრის მოვლა-მოყვანა

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

იანვარი 2, 2023

პომიდვრის მოვლა-მოყვანა

პომიდორი ერთწლოვანი მცენარეა, რომელიც ძაღლყურძენასებრთა ოჯახს მიეკუთვნება. პომიდვრის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა.  მისი ე.წ გაკულტურება დაიწყეს მექსიკაში, სადაც სახელი „ტომატი“ შეურჩიეს. საქართველოში პომიდვრის კულტურის გავრცლება  XVIII საუკუნის II ნახევრიდან ვრცელდება. მცენარის გვარი სამი სახეობისგან შედგება: Lycopersicon peruvianumLycopersicon hirsutum და ჩვეულებრივი პომიდორი (Lycopersicon esculentum), რომელშიც გაერთიანებულია 2 000 მდე  ჯიში და ფორმა.

პომიდვრის ნაყოფი

პომიდვრის ნაყოფი მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. ფორმის მიხედვით გვხვდება: მოცხარისებრი, ალუბლისებრი, მსხლისებრი, ქლიავისებრი, სფეროსებრი, ბრტყელი და ოვალური. ჩამოთვლილთაგან მეტად გავრცელებულია მრგვალი და სფეროსებრი ფორმის ნაყოფიანი ჯიშები. რაც შეეხება ფერს, ის შეიძლება იყოს: წითელი, ყვითელი და მოთეთრო (ფერის მიხედვით ყველაზე გავრცელებულია წითელნაყოფიანი ჯიშები). აღნიშნული კულტურის ჯიშები, ასევე იყოფა ზომების მიხედვით: წვრილნაყოფიანი, საშუალო და მსხვილნაყოფიანებად. თესლის მიხედვით შეხვდებით: მრავალთესლიანსა და მცირეთესლიანს. პომიდვრის გემური თვისებები  დამოკიდებულია კანის სისქეზე (რაც უფრო თხელია კანი, ნაყოფი მეტად გემრიელია).

პომიდვრის თესვა

პომიდორი მოჰყავთ ღია და დახურულ გრუნტში. კულტურის საადრეო მოსავლის მისაღებად გამოჰყავთ ჩითილებიც. ჩითილებს თესავენ პლასტმასის კასეტებში, ერთჯერად ჭიქებში და სხვა. ჩითილის გამოსაყვანად მნიშვნელოვანია სათბურებში დაცული იყოს სითბოსა და ტენის რეჟიმი. უკვე გამზადებულ ჩითილს სანამ გადარგავენ ღია გრუნტში, მანამდე ნაკვეთი უნდა მოსწორდეს და ხელით დარგვის შემთხვევაში გაკეთდეს  6 – 8 სმ  ის სიღრმის კვლები.

ასევე მნიშვნელოვანი გადარგვამდე,  მისი შეწამვლა ბორდოს ან სპილენძის შემცველი პრეპარატებით. საჭიროა კულტურა დარგვისთანავე მოირწყას. იმ შემთხვევაში თუ კულტურა პირდაპირ ღია გრუნტში დაითესება, მისი ნერგები უფრო გამძლე ხდება ვირუსებისა და დაავადებების მიმართ, თუმცა მაგრამ ასეთი ნათესები უფრო ნაკლებ მოსავალს იძლევა. პომიდვრის მოვლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სარეველებისგან მისი დაცვაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ფერმერმა დროულად ისარგებლოს კულტურის დაცვის სქემებით და გეგმიური ღონისძიებები აწარმოოს. როდესაც მცენარე კარგად განვითარდება ის უნდა გამოიკვებოს აზოტოვანი სასუქებით.

ნიადაგის დამუშავება

ნიადაგის დამუშავება უნდა დაიწყოს შემოდგომაზე ან ზამთრის პირას. წინამორბედი კულტურების აღებისა და ნაკვეთის კარგად გასუფთავების შემდეგ, ტარდება აოშვა 4 – 6 სმ -ის სიღრმეზე. იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთეზე დიდი რაოდენობით სარეველები იყო გავრცელებული, მაშინ სიღრმე უნდა გიზარდოს 10 – 12 სმ - მდე.  მზრალად მოხვნა აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ჩატარდეს 25 – 30 სმ  სიღრმეზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში 20 სმ-ის სიღრმეზე. 

პომიდორი უნდა გაისხლას და საყრდენზე აიკრას დროულად, რათა ნაყოფი დროულად დამწიფდეს და დაცული იყოს ლპობისგან. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მორწყვა. პირველი მორწყვა უნდა ჩატარდეს ჩითილის დარგვისთანავე. მეორე მორწყვა ტარდება დარგვიდან რამდენიმე (2–3) დღეში. შემდეგი მორწყვა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად საჭიროებს ამას ნიადაგი.

მოსავლის აღება

თუ აღებული მოსავალი შორეული ბაზრისთვის მზადდება, მოკრეფა უნდა დაიწყოს მწიფობის ადრეულ ფაზაში. ადგილობრივი ბაზრისთვის მოსავალი უნდა ავიღოთ სიმწიფის მესამე/მეოთხე ფაზაში. მოსავალს იღებენ სპეციალური კომბაინებით. პომიდვრის ხელით კრეფა ივნისის თვიდან ნოემბრამდე გრძელდება. დასუფთავებულ ნაყოფს შესაბამის ყუთებში ათავსებენ და სარეალიზაციოდ გზავნიან.

 

 

 

  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
გეგმიური წამლობები ციტრუსის უხვი მოსავლის მისაღებად

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან

იხილეთ ვრცლად
აპრილში ჩასატარებელი წამლობები თხილის კულტურაში

საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს

იხილეთ ვრცლად
გარგარის მოვლა-მოყვანა

კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,

იხილეთ ვრცლად