ვაშლის მოვლა-მოყვანა

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

იანვარი 19, 2023

ვაშლის მოვლა-მოყვანა

ვაშლი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელებული თესლოვანი ხეხილოვანი კულტურაა, რომელიც დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინაა კულტივირებული. ცნობილია ვაშლის 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოსია 200-მდე ჯიში გვხვდება. განსაკუთრებით დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ვაშლის საადრეო მსხმოიარობით გამორჩეულ ჯიშებს. აღნიშნული იძლევა უხვ მოსავალს, კლიმატურ პირობების, დაავადებელ-მავნებლების მიმართ გამძლეობით და მაღალი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. საქართველოში ვაშლი ფართოდაა გავრცელებული: კახეთში, ქართლში, მესხეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში. გურიაში, აჭარაში და მეხილეობის ყველა ზონაში.

ნიადაგის მომზადება

ნიადაგის მომზადების  პროცესი იწყება ვაშლის დარგვამდე რამდენიმე თვით ადრე. ნიადაგის ზედაპირის მოსწორების შემდეგ, იწყება მისი ღრმად დამუშავება  40 – 60 სმ-ის სიღრმეზე. ვაშლის დარგვამდე რეკომენდებულია ჩატარდეს ნიადაგის ქიმიური ანალიზი და ამის შემდეგ მოხდეს საჭირო  რაოდენობის მინერალური სასუქის შეტანა. სამუშაოთა სრული ციკლი ვაშლის დარგვამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა დასრულდეს.

ვაშლის ნერგების შერჩევა და დარგვა

სამრეწველო ვაშლის ბაღების გასაშენებლად, რეკომენდებულია დაირგას ერთწლიანი და ორწლიანი ნერგები. შერჩეული ნერგის ზომა უნდა იყოს 1.2 დან 1.8 მეტრამდე სიმაღლის, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემითა და სწორი ღეროებით. დატოტვილი ნერგის დარგვის შემთხვევაში უფრო ადრე იღებთ მოსავალს. ასეთი ტიპის ნერგის ფორმირებაც მარტივია.

ვაშლის დარგვამდე, უმჯობესია რამდენიმე დღით ადრე გამზადდეს 40-50 სმ  დიამეტრის და 30 – 40 სმ სიღრმის ორმოები. დარგვამდე ნერგი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას უნდა განათავსოთ. ფესვების გამოშრობის თავიდან ასაციებლად დააფარეთ სველი ტილო. დარგვამდე კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს ნერგები და დაზიანებული ფესვის ბოლოების ზომიერად უნდა დამოკლდეს. ფესვებს შორის სიცარიელის შესავსებად ფხვიერი მიწა უნდა მიეყაროს და ფეხით დაიტკეპნოს. დარგვის შემდეგ რეკომენდებულია სარის შედგმა და ნერგის მიბმა.

ნიადაგის მოვლა

ვაშლის კულტურის გაშენების შემდეგ მნიშვნელოვანია ნიადაგის სწორი მოვლა, რათა საფრთხე არ შეექმნას მცენარის განვითარებას. ვაშლის ბაღის მოვლისას მთავარია მისი დაცვა სარეველებისგან (რიგთაშორისებში გამოყენებული უნდა იქნას დაკოდრება).

დაცვითი ღონისძიებები

ვაშლს განსაკუთრებით აზიანებს ქეცი და ნაცარი, მავნებლებიდან ბუგრები, ტკიპები, მენაღმიები, აღმოსავლური ნაყოფჭამიები და სხვა. აგროსპეციალისტების რეკომენდაციით გეგმიური დაცვითი ღონისზიებების ჩატარება კულტურის სწორი განვითარებისა და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია.

მოსავლის აღება

ვაშლის კრეფა მიზანშეწონილია მშრალ ამინდში. წვიმის შემთხვევაში, უმჯობესია, კრეფის პროცესი გადაიდოს ნაყოფის გაშრობამდე. ვაშლის კრეფისას ნაყოფი ხელისგულში თავსდება, შემდეგ ნაყოფის ყუნწში ზევით და გვერდზე გადაწევის გზით ხდება ნაყოფის კრეფა. ამ დროს აუცილებელია ხილის ყუნწის შენარჩუნება. არ შეიძლება ნაყოფის პირდაპირ ჩამოგლეჯა. კრეფის პროცესისას ნაყოფი არ უნდა დაიჟეჟოს, რათა მისი შენახვა ხანგრძლივი პერიოდით გახდეს შესაძლებელი.

  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
გეგმიური წამლობები ციტრუსის უხვი მოსავლის მისაღებად

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან

იხილეთ ვრცლად
აპრილში ჩასატარებელი წამლობები თხილის კულტურაში

საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს

იხილეთ ვრცლად
გარგარის მოვლა-მოყვანა

კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,

იხილეთ ვრცლად