თხილის მოვლა-მოყვანა
საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თხილის გული მდიდრია ცხიმებით (60-70%), ცილებით (15-16%), მაკრო და მიკროელემენტებით.
ნიადაგის შერჩევა
თხილი ფოთოლმცვენი მცენარეა. მასზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ჰაერის ტემპერატურა და ნალექი, რადგან მოსავლიანობა დამოკიდებულია ჰაერის ტენიანობაზე. დასავლეთ საქართველოში შეხვდებით სუბტროპიკულ და მაღალი ტენიანობის მქონე კლიმატს, რაც ხელს უწყობს თხილის კულტურის განვითარებას. თხილის კულტურა გავრცელებულია აჭარაში, გურიაში, კოლხეთის დაბლობზე, შიდა ქართლსა და კახეთში. აქედან უხვი ატმოსფერული ნალექით გამოირჩევა აჭარა-გურიის მხარე. აღნიშნულ პირობებში მცენარის ყვავილობა უფრო მარტივად მიმდინარეობს. თხილი კარგად ხარობს როგორც მჟავე, ისე ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგებზე. თუ შესაძლებლობა არსებობს თხილის ბაღის გასაშენებლად უნდა გამოიყოს ვაკე, ან მცირე დაქანების ფერდობები.
თხილის ბაღის გაშენება
ვაკე და მცირე დაქანების ფერდობებზე ნიადაგის დამუშავება 40სმ სიღრმეზე ხდება. ამ დროს უნდა შევიტანოთ ფოსფორი და კალიუმი. 15-200-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე მცენარის დასარგავ ადგილებში უნდა ამოვიღოთ 0.8მ დიამეტრის და 0.4 მ-ის სიღრმის ორმოები, რომელშიც შეიტანება სასუქები და მომზადდება დასარგავად.
კულტურის ვეგეტაციის პერიოდში ნიადაგში უნდა შევიტანოთ ორგანულ - მინერალური სასუქი. შემოდგომაზე უნდა მოხდეს თხილის გასხვლა და რეკომენდებულია, გასხვლის შემდეგ, საგულდაგულოდ გასუფთავდეს ნიადაგი.
დაცვითი ღონისძიებები
თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად , რამდენიმე წამლობაა ჩასატარებელი: პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს თებერვლის თვეში, მეორე წამლობა მარტის ბოლოს, მესამე წამლობა აპრილის ბოლოს, მეოთხე წამლობა ტარდება ივნისი - ივლისის თვეში, ხოლო მეხუთე წამლობა უკვე დამოკიდებულიაიმაზე საჭიროებს, თუ არა ამას კულტურა (კონკრეტული მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ეფექტური პრეპარატების შესარჩევად ისარგებლეთ თხილის დაცვის სქემით და გაიარეთ აგრო კონსულტაცია).
მოსავლის აღება
თხილის ნაყოფი დასავლეთ საქართველოში ივნის-ივლისში იწყებს ტექნიკურ სიმწიფეს. თხილის საკრეფად მზიანი და მშრალი ამინდი უნდა შევარჩიოთ. თხილი მოკრეფიდან 1-2 დღეში უნდა გაირჩეს და გაიფინოს თხელ ფენად გასაშრობად. მოსავლის აღების შემდგომ, ტერიტორია უნდა დამუშავდეს სპილენძნარევი პრეპარატებით.
საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან
იხილეთ ვრცლადსაქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს
იხილეთ ვრცლადკურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,
იხილეთ ვრცლად