კარტოფილის მოვლა-მოყვანა

კარტოფილი ძაღლყურძენასებრთა ოჯახის,ორლებნიანი, ტუბერიანი (ბოლქვებიანი) მცენარეა. ის ფართოდაა გავრცელებული ზომიერჰავიან ქვეყნებში.კარტოფილის კულტურა შემოიტანეს სამხრეთ ამერიკელმა ინდიელებმა შემოიტანეს, ხოლო ევროპაში ესპანელებისგან, 1565 წლიდან, გავრცელდა. საქართველოში კარტოფილის კულტურა 1820-იან წლებში გაჩნდა. ამ დროისთვის კარტოფილის სათესი ფართობი 28 ათას ჰა-ს აღემატებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე კარტოფილს თესავენ ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, ხულოს, შუახევის მუნიციპალიტეტებში. ასევე მოჰყავთ მთიან რეგიონებში (ნინოწმინდაში, სვანეთი, რაჭა და ა.შ), სადაც ნათესები ზღვის დონიდან 2200 – 2300 მ-მდე აღწევს. 1970- იან წლებში ფართოდ გავრცელდა საადრეო კარტოფილის მოყვანა უმთავრესად ბოლნისის რაიონში.
ნიადაგის დამუშავება
იქედან გამომდინარე, რომ კარტოფილს ახასიათებს სუსტი სიმძლავრის ფესვთა სისტემა, ნიადაგის დამუშავებას დიდი ყურადღება ენიჭება. არასწორმა მიდგომებმა შესაძლოა მოსავლის განადგურებამდეც მიგვიყვანოს. კარტოფილის კულტურის ზრდა - განვითარებისთვის ნიადაგი უნდა იყოს კარგად გაფხვიერებული და ტენიანი. კარტოფილის ფესვთა სისტემის გასაძლიერებლად, დამუშავებამ ხელი უნდა შეუწყოს ნიადაგში წყლის გაწოვასა და ჰაერის ცირკულაციას.
კარტოფილის თესვა
კარტოფილის კულტურის თესვა მოითხოვს მზრალად ხვნას და თესვის წინ ფართობის დამუშავებას. მზრალად ხვნა შეიძლება ზაფხულში და შემოდგომაზე. ამ პერიოდში ნიადაგი უნდა აიჩეჩოს, მოიხვნას და დაიფარცხოს. საქართველოს რეგიონებში, სადაც ეს კულტურა განვითარებულია, მზრალად ხვნა უმჯობესია ჩატარდეს ივლისის ბოლოდან და დასრულდეს არაუგვიანეს სექტემბერში. ნაადრევი ხვნა ხელს უშლის სარეველების გაჩენას. თესვის წინ აუცილებელია ნიადაგი ღრმად და კარგად გაფხვიერდეს.
მოვლა -მოყვანის ღონისძიებები
კარტოფილის კულტურის მოვლა - მოყვანისათვის ჩასატარებელი ღონისძიებების დროული დაწყება (ნიადაგის სასუქებით განოყიერება კონკრეტულ ვადებში) ხელს უწყობს ხარისხიანი მოსავლის მიღებას.
მოსავლის აღება
კარტოფილის მოსავლის აღება დამოკიდებულია პირველ რიგში ჯიშზე, მეტეოროლოგიურ და სხვა პირობებზე. მოსავლის აღება შესაძლბელია მთხრელი გუთნით. გუთნით დამუშავების შემდეგ, მოსავალი ხელით უნდა აიღოთ. აღებული მოსავალი უნდა გადახარისხდეს და გაიწმინოდს. იმ შემთხვევაში თუ კარტოფილს არ გაიტანთ სარეალიზაციოდ, ის უნდა დააწყოთ გროვებად და ზემოდან გადააფაროთ ნამჯა ან დააყაროთ მიწა. დასაწყობებისა და ტრანსპორტირებისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ კულტურა არ დაზიანდეს (არ დაიბეჟოს). მოსავლის მოსათავსებლად (შესანახად) შეარჩიეთ მშრალი, ბნელი და კარგად ვენტილირებადი ადგილი.

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან
იხილეთ ვრცლად
საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს
იხილეთ ვრცლად
კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,
იხილეთ ვრცლად