კიტრის მოვლა-მოყვანა
კიტრი ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გოგრისებრთა ოჯახიდან. მისი სამშობლოა ინდოეთი, ინდოჩინეთი და სამხრეთ ჩინეთის ტროპიკული რაიონები. კიტრი სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეა. კიტრის მრავალი ჯიში არსებობს, მათ შორისაა ჰიბრიდული ჯიშებიც, რომლებიც დაავადებების მიმართ გამძლეობით და მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება.
ნიადაგის დამუშავება
კიტრი სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ მნიშვნელოვანი ნიადაგი იყოს განათებული და საკვები ნივთიერებებით მდიდარი (საუკეთესოდ იზრდება ჰაერის 25-30°C და ნიადაგის 20-25°C ტემპერატურის პირობებში). წინამორბედი კულტურების აღების შემდეგ, კიტრისთვის ნიადაგი მზადდება შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე.
კიტრის თესვა
კიტრის ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად თესვის პროცესში გასათვალისწინებელია რამდენიმე პირობა. კიტრი მოჰყავთ ღია და დახურულ გრუნტში. თესვა ხდება თესლით, ან წინასწარ გამოყვანილი ჩითილებით, რეკომენდებულია და უმჯობესი, რომ თესვა მოხდეს დახარისხებული თესლით. თესლი უნდა დაითესოს გამთბარ ნიადაგში. თესვის პროცესში არ უნდა შეეპაროს ყინვა. კიტრის თესვის ვადებია აპრილის მეორე ნახევარი, შუა მაისამდე.
კიტრის მოვლა - მოყვანა
კიტრისთვის მნიშვნელოვანია მორწყვა. მაგრამ კიტრის მოსავლიანობასა და ხარისხზე როგორც წყლის ნაკლებობა, ასევე მისი სიჭარბეც უარყოფითად მოქმედებს. წყლის ნაკლებობის შემთხვევაში ნაყოფი უხეშდება და უფრო მწარე ხდება. წყლის დიდი რაოდენობის შემთხვევაში კი ნაყოფი უფრო წყლიანდება, მასში კლებულობს მარილების, შაქრების რაოდენობა და სხვა. კიტრისთვის საჭიროა ფხვიერი და სარეველებისგან განთავისუფლებული ნიადაგი. კიტრის მავნებლებია: ფრთათეთრა, თრიფსები და ტკიპები. ხოლო დაავადებებიდან: ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი, ბაქტერიოზი, ფუზარიოზი და სხვა.
მოსავლის აღება
იმისათვის, რომ მივიღოთ მაღალი მოსავალი, რეკომენდებულია ნაყოფის ხშირი და წმინდა კრეფა. მოსავალი იკრიფება კვირაში 2-3 ჯერ, დილის საათებში. დილით და აღებისას გასათვალისწინებელი მისი მოწყვეტის პროცესიც, რადგან ნაყოფი არ უნდა მოვგლიჯოთ. მცენარეები უნდა გავათავისუფლოთ გაფუჭებული/დაავადებული ნაყოფებისგან. რაც შეეხება მოკრეფილი ნაყოფს, უნდა შევინახოთ მაგარ ყუთებში და სასურველია მოხდებს მისი დროული რეალიზაცია.
საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან
იხილეთ ვრცლადსაქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს
იხილეთ ვრცლადკურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,
იხილეთ ვრცლად