ხახვის მოვლა-მოყვანა
ხახვი ორწლიან და მცენარეთა გვარს მიეკუთვნება. ხახვის რამდნენიმე სახეობა არსებობს, რომლებიც ჩვეულებრივ იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ხახვის სამშობლოდ ითვლება სამხრეთ - დასავლეთ აზია. ამ კულტურის სხვადასხვა სახეობები იზრდება მინდვრებზე, სტეპებში, ტყეებში.
ნიადაგის შერჩევა
ხახვის ზრდა-განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 15–25 გრადუსი ცელსიუსით. რაც შეეხება ნიადაგის ტენიანობას, ხახვი კარგად იზრდება 60-70% ტენიანობის პირობებში. ნიადაგში დაბალი ტენიანობის დროს მცენარე სუსტად ვითარდება, ადრე ასრულებს ზრდას, რაც ნაკლებ მოსავლიანობის მიზეზი ხდება. ხახვის მოსაყვანად ხელსაყრელია ალუვიურით, საკვები ნივთიერებით და ტენით მდიდარი ნიადაგები. დაჭაობებული და მჟავა ნიადაგები ამ კულტურის მოსაყვანად გამოუსადეგარია.
ხახვის თესვა
ხახვის კულტურა მაღალი ინტენსივობის სინათლეს მოითხოვს თესვის პროცესში, რათა არ მოხდეს ნათესებში სარეველების გავრცელება,, ბოლქვის წარმოქმნის შესუსტება და მცენარის შეფერხებული განვითარება. თესვამდე ნიადაგი კარგად უნდა გასუფთავდეს სარეველებისაგნ, რათა ძლიერმა დასარეველიანებამ ხელი არ შეუშალოს მცენარის მიერ საკვები ელემენტების ათვისებას. ხახვი ითესება სხვადასხვა სიფართის ზოლებში მწკრივებად, მათი რაოდენობა განსხვავებულია, რადგან ეს დამოკიდებულია არსებულ მანქანა-დანადგარებზე.
დაცვითი ღონისძიებები
ხახვის თესვა ერთი და იგივე ნაკვეთზე დაუშვებელია, რადგან ის ძლიერად ზიანდება დაავადებებისგან. განმეორებით იგივე ნაკვეთზე ხახვის დათესვა რეკომენდებულია 2 – 3 წლის შემდეგ. ხახვი კარგი წინამორბედია სხვა კულტურებისათვის, გარდა ნივრისა. ეს განპირობებულია იმით, რომ ამ კულტურებს ერთი ტიპის მავნებელ-დაავადებები აზიანებს. ხახვის ფესვთა სისტემა ნიადაგის ზედა ნაწილშია განლაგებული, ამიტომ არ საჭიროებს სასუქის ღრმად შეტანას. მისი ფესვთა სისტემა მგრძნობიარეა, ამიტომ სასუქებით გამოკვებისას რეკომენდებულია მცირე დოზების გამოყენება.
მოსავლის აღება
ხახვის მოსავალი უნდა აიღოთ მშრალ ამინდში, დასაწყობებამდე რეკომენდებულია ნაკვეთში გაფენა, რათა კარგად გამოშრობა მოასწროს. ყუთებში გადატანისას უნდა გასუფთავდეს ზედმეტი ფოჩებისგან, რის შემდეგაც განთავსდება განკუთვნილ საწყობებში. ჯიშების და რეგიონების გათვალისწინებით მოსავლის აღება ხდება 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე.
საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან
იხილეთ ვრცლადსაქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს
იხილეთ ვრცლადკურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,
იხილეთ ვრცლად