კომბოსტოს მოვლა-მოყვანა

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

თებერვალი 3, 2023

კომბოსტოს მოვლა-მოყვანა

კომბოსტოს მოყვანა ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბევრად ადრე დაიწყო. კულტურის გვარში 100-ზე მეტი სახეობაა. მის სამშობლოდ ჩინეთი და ხმელთაშუაზღვისპირეთი ითვლება. კომბოსტოს ველური ფორმები გავრცელებულია ევრაზიაში.  კულტურული სახეობებია: მიწამხალა, რაფსი, თალგამი, შალგი და სხვა. ბოსტნისა და საკვები კომბოსტოს ჯგუფში შედის ბოსტნის კომბოსტო, ჩინური კომბოსტო და ა.შ.

ნიადაგის შერჩევა

კომბოსტო ისეთ ქვეყნებში მოჰყავთ, სადაც ზომიერად გრილი ჰავაა. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი ამ კულტურის მოსაყვანად გამოსადეგია. საადრე კომბოსტო მზვარე, შემაღლებულ ნაკვეთებზე მოჰყავთ. კულტურა კარგად იზრდება თიხნარ და ქვიშიან ნიადაგებზე, საგვიანო კომბოსტოსთვის საშუალო თიხნარი ნიადაგები გამოიყენება.  კულტურის მოსაყვანად არ გამოდგება მძიმე თიხნარი, ქვიშნარი და მჟავე ნიადაგები. რაც შეეხება ფართობის დამუშავება უნდა დაიწყოს შემოდგომით, ხოლო გაზაფხულზე შევიდეს  6 – 8 კგ - მდე გადამწვარი ნაკელი. ასევე დაახლოებით 100 – 200 გრ ხის ნაცარი. ნიადაგი იბარება 15 – 20 სმ - ის სიღრმეზე.

კომბოსტოს თესვა

კომბოსტოს თესენ როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში. საადრეო ჩითილის ჯიშებისა და ჰიბრიდები 45 – 60 დღეზე უნდა გადაირგას. საშუალო, საადრეო და საგვიანო ჯიშები -35 – 40 დღეზე. ღია გრუნტში კომბოსტო უნდა ჩაითესოს მწკრივად 2–3 სმ - ის სიღრმეზე, მწკრივეს შორის  დაშორება უნდა იყოს 70 სმ.

კომბოსტოს მოვლა - მოყვანა

კომბოსტო სიცხეს ვერ უძლებს. თესლის გაღივების მინიმალური ტემპერატურაა + 2-30C, ოპტიმალური ტემპერატურაა +18-20 0C.  კომბოსტოს ზრდა - განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15-200C. მნიშვნელოვანია კულტურის გამოკვება  ზრდის პროცესში, დაახლოებით 2–3 ჯერადობით, თუმცა დეტალური რეკომენდაციებისთვის აუცილებელია გაიაროთ აგრო კონსულტაცია.

მოსავლის აღება

ღია გრუნტში დროულად დარგული კომბოსტოს სრულად მწიფდება ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში. ამ პერიოდის განმავლობაში, ადრეული სიმწიფის ჯიშები უკვე სრულად არის ჩამოყალიბებული, მზად არის შეგროვებისა და გამოყენებისთვის. ადრეული მწიფე ჯიშები დიდხანს არ ინახება. მისი შენახვის მაქსიმალური ვადაა მოკრეფიდან არაუმეტეს 30 დღე. რაც შეეხება  საგვიანო და საადრეო ჯიშებს, მოსავლის აღება იწყება შემოდგომაზე. ასეთი ჯიშების შენახვა შედარებით ხანგრძილი დროითაა შესაძლებელი. კომბოსტო უნდა მოიკრიფოს მშრალ, სუფთა ამინდში.

რეკომენდაციები:

  •       კომბოსტო მოკრიფეთ  მშრალ, გრილ ამინდში.თუ მოსავლის აღების დროს წვიმს, მაშინ კარგად გაამშრალეთ კომბოსტოს თავები და ისე დაასაწყობეთ;
  •       ცხელ ამინდში კომბოსტოს კრეფა არ არის რეკომენდებული, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ბოსტნეული გაცილებით მალე ფუჭდება;
  •       მოსავალი არ მოჭრათ დანით, ან ნიჩბით, მისი თავები მიწიდან ამოიღეთ ხელით. ასეთი მიდგომით შენარჩუნდება ყუნწის მთლიანობა და გაიზრდება ბოსტნეულის შენახვის ვადა, რადგან მცირე დაზიანებამაც შეიძლება გამოიწვოს, მცენარის ლპობა და ობის გაჩენა;
  •       მოკრეფის შემდეგ კარგად უნდა გასუფთავდეს ზედმეტი ნარჩენებისაგან. დაზიანებული ბოსტნეულის შენახვა არ არის რეკომენდებული;

მოსავლის შესანახი საწყობი უნდა იყოს კარგად ვენტილირებადი და დაცული მზის სხივებისგან. შესანახად იდეალური ტემპერატურაა 1-2 გრადუსი ცელსიუსი. ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 85%-ს. ხანგრძლივი ვადით დასაწყობებისას რეგულარულად შეამოწმეთ მოსავალი, მოაცილეთ გაყვითლებული, გაშავებული ან გამხმარი ფურცლები.

  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
გეგმიური წამლობები ციტრუსის უხვი მოსავლის მისაღებად

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან

იხილეთ ვრცლად
აპრილში ჩასატარებელი წამლობები თხილის კულტურაში

საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს

იხილეთ ვრცლად
გარგარის მოვლა-მოყვანა

კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,

იხილეთ ვრცლად