საზამთროს მოვლა-მოყვანა

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

თებერვალი 4, 2023

საზამთროს მოვლა-მოყვანა

საზამთრო ერთი ან მრავალწლოვანი მცენარეა გოგროვანთა ოჯახიდან. მისი სამშობლოა აფრიკა. ნაყოფი გოგრულაა, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრული ფორმის, შეფერილობა თეთრიდან მუქ მწვანემდე.საზამთროს სამი სახეობაა ცნობილი: ველური, სასუფრე და საკვები. საზამთრო ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, ირანში, ეგვიპტეში და ა.შ. საქართველოში საზამთროს ჟიშებს უკვე XII საუკუნიდან შეხვდებით. დღესდღეობით კულტურა გავრცელებულია: კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და აფხაზეთში.

 

ნიადაგის შერჩევა და დამუშავება

საზამთროს მოსაყვანად ღრმა და ფხვიერი ნიადაგია საჭირო. კულტურის დათესვამდე ნაკვეთი მზრალად უნდა მოიხვნას, ღრმად დამუშავდეს, გაზაფხულზე დაიფარცხოს და თესვის წინ კულტივაცია ჩატარდეს. საზამთროს ნაკვეთზე შესატანად სასუქებიდან ყველაზე ეფექტურია აზოტ-ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების შეტანა.

საზამთროს თესვა

კულტურის თესვა უნდა დაიწყოს მაშინ როდესაც ნიადაგში ტემპერატურა მიაღწევს 12-14°C. ნიადაგის და ჯიშების მიხედვით განსხვავდება თესვის პროცესიც, თუმცა ძირითადად საზამთრო ითესება  4 – 6 სმ, ან 6 – 8 სმ სიღრმეზე. შრალ და ფხვიერ ნიადაგებში შედარებით ღრმა თესვაა საჭირო, ხოლო ტენიან და მძიმე ნიადაგებში უფრო ზედაპირული. თუ ნიადაგი გამომშრალია, ამისათვის საჭიროა წინასწარი მორწყვა და თესლის დალბობა. დიდ ფართობებზე, ურწყავ ადგილებში, საზამთროს თესვის პროცესი ტრაქტორის სათესი მანქანებით მიმდინარეობს.

საზამთროს მოვლა

თესვის შემდეგ, კულტურის აღმოცენება  მე 10–12 დღეს იწყება (განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში მე 6–7 დღეს). როგორც კი თესლი დაიწყებს აღმოცენებას ბუდნები გარშემო უნდა გაფხვიერდეს ნიადაგი (ნიადაგის დამუშავება 12–15 სმ სიღრმეზე უნდა დაიწყოს). ღრმა გაფხვიერება ხელს უწყობს ფესვების გაშლას განზე, საკვები ნივთიერებებისა და წყლის უკეთ შეწოვას. იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ნიადაგი ისევ გამკვრივდა და სარეველები გაჩნდა ხელახალი ღრმა გაფხვიერებაა საჭირო. მწკრივთაშორისი დამუშავება და გაფხვიერება-კულტივაცია მანამ უნდა აწარმოოთ, სანამ მცენარე გაიბადრება, გაიშლება და დამატებითი ფესვები გაჩნდება, რადგან შემდგომში ბარდის გადაწევა სხვადასხვა მხარეს მცენარისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.  

ნიადაგის მორწყვა

საზამთოს კულტურის მორწყვის ნორმა დამოკიდებულია ამინდზე, ნიადაგის თვისებებსა და გამოშრობის ხარისხზე. მსუბუქი ნიადაგები გვალვისას ხშირად და მცირე ნორმებით ირწყვება, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ნიადაგის ხშირი მორწყვა რეკომენდებული არ არის. საბოლოოდ მორწყვა უნდა შეწყდეს მაშინ, როდესაც ნაყოფი დაასრულებს ზრდას და შევა სიმწიფის ფაზაში. ამ პერიოდში ტენის გადაჭარბებული რაოდენობა შაქრიანობის შემცირებას იწვევს.

 

მოსავლის აღება

მოსავლის აღებამდე მნიშვნელოვანია აღების ზუსტი დროის განსაზღვრა, რადგან პროდუქტის ხარისხი როგორც ადრეულ, ისე დაგვიანებულ აღებაზეა დამოკიდებული. საზამთრო უნდა იყოს ბზინვარე და მკვეთრად გამოხატული ვარაყით.

  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
გეგმიური წამლობები ციტრუსის უხვი მოსავლის მისაღებად

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან

იხილეთ ვრცლად
აპრილში ჩასატარებელი წამლობები თხილის კულტურაში

საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს

იხილეთ ვრცლად
გარგარის მოვლა-მოყვანა

კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,

იხილეთ ვრცლად