სიმინდის მოვლა-მოყვანა

სიმინდი ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც მიეკუთვნება მარცვლოვანთა ოჯახს. მარცვლის აგებულების მიხედვით სიმინდი შეიძლება დავყოთ ცხრა ჯგუფად: ბუშტარა სიმინდი, რბილი სიმინდი, კბილა სიმინდი, ნახევარკბილა სიმინდი, კაჟა სიმინდი, ტკბილი სიმინდი, კილიანი სიმინდი. სიმინდის სამშობლოდ მოიაზრება ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა. სიმინდის კულტურა საქართველოში XVII საუკუნეში გავრცელდა. ის ხორბლის შემდგომ მეორე ადგილს იკავებს.
სიმინდის მოვლა-მოყვანის რეკომენდაციები
სიმინდი მაღალპროდუქტიული, მრავალმხრივად გამოყენებადი მცენარეა. სიმინდის დათესვა ხდება სამარცვლედ, სასილოსედ, მწვანე საკვებად, ამავე დროს შეიძლება დაითესოს, როგორც ცალკე ისე ლობიოს, სოიას, გოგრისა და სხვა კულტურებთან ერთად. სიმინდი ასევე გამოიყენება თესლბრუნვაში, რომელიც ითესება საშემოდგომო თავთავიანი კულტურების აღების შემდეგ.
სიმინდის როგორც მონოკულტურული კულტურის მოყვანაცაა შესაძლებელი. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი- აუცილებელია თავთავიანი კულტურების აღების შემდეგ ნიადაგი ჯერ კარგად აიჩეჩოს და მომზადდეს საშემოდგომო თესვისათვის, რომელიც უნდა მოიხნას 22 – 30 სმ სიღრმეზე.
სიმინდის დათესვამდე
სიმინდის დათესვამდე, ნიადაგში წინასწარ უნდა შეიტანოთ ორგანული და ფოსფორ-კალიუმიანი მინერალური სასუქები, ხოლო აზოტიანი სასუქის ნაწილი უნდა შევიდეს მომდევნო გაზაფხულზე, თესვისწინა დამუშავების დროს, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, უნდა გამოიყენოთ მცენარის საკვებად.
სიმინდის მარცვალი გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით. მდიდარია, როგორც ნახშირწყლებით, ასევე ცილებითა და ცხიმებით. სიმინდისგან შესაძლებელია მივიღოთ სხვადასხვა სახის პროდუქტი, როგორიცაა სახამებელი, ზეთი, ბურღულის რამდენიმე სახეობა, ძმრის, შაქრის, მარმელადისა და სხვა წარმოების საწყისი მასალა.
ნიადაგის შერჩევა
საქართველოს ტერიტორია მდიდარია სხვადასხვა სახის ნიადაგით (ყვითელმიწა ეწერი, წითელმიწა, ალუვიური, ნაშომპალა, კარბონატული, ყომრალი, ყავისფერი, რუხი ყავისფერი, შავმიწისებრი, ბარის ანუ ჩვეულებრივი შავმიწები, ბიცი და ბიცნარი, ბიცობი, მთა - მდელოს კორდიანი). დათესვამდე ყველა სახის ნიადაგი საჭიროებს დამუშავებას. იმისათვის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სიმინდი მოვიყვანოთ, საჭიროა მისი დათესვა მზრალზე არა უგვიანეს 1 დეკემბრამდე, ხოლო დათესვა მთიან ზონაში უნდა მოხდეს 15 ნოემბრამდე. ბიცობიანი ნიადაგის გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ საქართველოს (მარნეული, სიღნაღი, გურჯაანი, გარდაბანი, საგარეჯო) რაიონებში 7-8 წელიწადში ერთხელ მზრალად ხვნის წინ ნიადაგში საჭიროა 7-14 ტონა/ჰა გაცრილი გაჯის შეტანა. შეტანის შემდეგ ხნული კვლავ გადაიხვნება, მაგრამ მანამდე ნიადაგში უნდა შევიდეს 4-5 ცენტნერი ფოსფორიანი სასუქი. ამის შემდეგ შესაძლებელია კვლავ სხვადასხვა კულტურების მორიგეობით დათესვა. სარეველების აღმონაცენის მოსპობის და ნიადაგის ტენიანობის შესანარჩუნებლად, საჭიროა მზრალის დაფარცხვა.
ნიადაგის განოყიერება
სიმინდის გასანოყიერებლად ორგანული და მინერალური სასუქები გამოიყენება. ამ პროცესში საჭიროა დოზების სწორი და რეკომენდებული შერჩევა, რადგან ნიადაგში შესატანი სასუქების დოზები განსხვავებულია რაიონების მიხედვით.ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ნიადაგში ხვნის წინ შეაქვთ.
სიმინდის თესვა
მნიშვნელოვანია რომ მხოლოდ დარაიონებული ჯიშები და ჰიბრიდები დაითესოს. თესლი ჯიშური სიწმინდით პირველი კატეგორიის, ხოლო თესვითი ღირსებით პირველი კლასის უნდა იყოს. რეკომენდებულია სათესლე მასალის შენახვა მშრალ, კარგად განიავებად საცავში. თესვა სამხრეთ ფერდობებზე იწყება, შემდეგ ვაკე ითესება და ბოლოს ჩრდილოეთის ფერდობები. თესვის პერიოდი: 5 აპრილი - 20 მაისი (ზონების მიხედვით).
მოსავლის აღება
სამარცვლე სიმინდის აღება სრული სიმწიფის ფაზაშია შესაძლებელი. მოსავლის აღება იმ ნაკვეთებიდან იწყება, სადაც საშემოდგომო თავთავიანი კულტურების თესვაა გათვალისწინებული. კომბაინით სიმინდის აღებისას ნედლი ჩალის დასილოსებაა შესაძლებელი.

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან
იხილეთ ვრცლად
საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს
იხილეთ ვრცლად
კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,
იხილეთ ვრცლად