ატმის მოვლა-მოყვანა

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

იანვარი 15, 2023

ატმის მოვლა-მოყვანა

კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით, კვირტების ჯგუფურად განლაგებით ყლორტის მუხლთან და სხვა.

ატამი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კურკოვანი კულტურაა, რომელიც 100 -ზე მეტ სახეობას აერთიანებს. ატამი პატარა 3-4 მეტრიანი ხეა, რომლის ფესვთა სისტემა მიწის ზედაპირთან ახლოს ვითარდება, ხოლო მისი ძირითადი მასა  10-50 სმ-ის სიღრმეზეა განლაგებული. ატამი მსხმოიარობს მხოლოდ ერთწლიან ნაზარდებზე, ამიტომ მცენარის ასაკის მატებასთან ერთად მსხმოიარობის ზონა  პერიფერიებზე ინაცვლებს და ვარჯის ცენტრი შიშვლდება. აქედან გამომდინარე, ატმის ხე საჭიროებს ინტენსიურ გასხვლას. ატმის ნაყოფის ნორმალური მომწიფებისა და  ზრდისათვის საჭიროა სითბო და სინათლე. ატმის ჯიშების უმეტესობა არ მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას. გენერაციული კვირტები სწრაფად გადიან განვითარების ციკლს. დაბალი ტემპერატურა მნიშვნელოვნად აზიანებს კვირტებს. ატმის წარმოება შესაძლებელია დაიწყოს ივნისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე.  

ნიადაგის მომზადება

ატმის ხეების დარგვის დაწყებამდე, ჯერ კარგად უნდა მომზადდეს ნიადაგი, როგორც ზედაპირულად, ასევე 40 – 45 სმ-ის სიღრმეში. ნიადაგის გამოკვლევის შემდეგ, უნდა მოხდეს ორგანულ - მინერალური სასუქის შეტანა და დაიწყოს მიწის მოხვნა და დაფარცხვა. დარგვის წინ უნდა მომზადდეს ორმოები 30 – 40 სმ - ის სიღრმისა და 60 სმ - ი დიამეტრის. ისე უნდა მოთავსდეს ნერგები ამ ორმოებში, რომ მყნობის ადგილი დარჩეს ზედაპირიდან 4 – 5 სმ - ის ზევით. რაც შეეხება მორწყვას ის უნდა იყოს ზომიერი (არ უნდა დაჭაობდეს ნერგები), მაგრამ დროული, რათა ნარგავები არ მოიყინოს.

ატმის ჯიშებს ყოფენ 4 ჯგუფად (პუატოს კლასიფიკაცია)

  • ნამდვილი ატმები (საპობი) შებუსული ზედაპირით;
  • პავიები (სახრავი) შებუსული ზედაპირით;
  • ნექტარინები (საპობი) შეუბუსავი ზედაპირით;
  • ბრუნიონები (სახრავი) შეუბუსავი ზედაპირით

გარგარის გამრავლება ხდება ვეგეტაციურად. გამრავლება ყველაზე ეფექტურია, როდესაც მყნობა ხდება გვერდითა ჭრილში, ან ქერქიდან. ბაღები სადაც გაშენებულია გარგარი, საჭიროებს ნიადაგის მზრალად მოხვნას, რომელიც ტარდება 18 – 20 სმ - ის სიღრმეზე რიგთაშორისების შუა ნაწილში და 12 – 15 სმ - ის სიღრმეზე ხეთა რიგების მახლობლად. ნიადაგის გაფხვიერება უნდა მოხდეს ადრე გაზაფხულზე - კულტივირებით, ან ბარით 10 სმ - ის სიღრმეზე. ვეგეტაციის პერიოდის დასრულებამდე ნიადაგის დამუშავება ხდება რამდენჯერმე (4–5 მსუბუქი დამუშავება) 6 – 8 სმ - ის სიღრმეზე.

გარგარის ბაღებში რიგთაშორისებში კულტურების მოყვანა შეიძლება მხოლოდ 6-7 წლის ასაკამდე. რიგთაშორისებში კულტურების მოყვანისას ხეთა რიგების გაყოლებით ყოველთვის ვთესავთ დაუთესავ ზოლს. ამ ზოლის სიგანე ხეთა ვარჯისა და ფესვთა სისტემების განვითარების კვალობაზე იზრდება. ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ვეგეტაციის პერიოდში, ნიადაგი რამდენჯერმე უნდა მოირწყას. ნიადაგის მორწყვამდე გასათვალისწინებელია შემდეგი:

რეკომენდაციები:

  • თუ არასაკმარისი რაოდენობის ნალექი მოვიდა, მორწყვა ყვავილობის წინ უნდა ჩატარდეს;
  • ყვავილობიდან 2 კვირის შემდეგ რეკომენდებულია მორწყვა, რადგან ის ხელს უწყობს ყლორტების ზრდა - განვითარებას;
  • მოსავლის აღებამდე 2–3 კვირით ადრე ჩატარებული მორწყვა, ნაყოფის სიდიდესა და ხარისხზე დადებითად აისახება;
  • მოსავლის აღების შემდეგ ნარგავები 1 – 2 ჯერ უნდა მოირწყას;

  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
გეგმიური წამლობები ციტრუსის უხვი მოსავლის მისაღებად

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან

იხილეთ ვრცლად
აპრილში ჩასატარებელი წამლობები თხილის კულტურაში

საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს

იხილეთ ვრცლად
გარგარის მოვლა-მოყვანა

კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,

იხილეთ ვრცლად