მანდარინის მოვლა-მოყვანა
Cover Image

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

თებერვალი 6, 2023

მანდარინის მოვლა-მოყვანა

ციტრუსი მარადმწვანე მცენარეთა, ტეგანისებრთა ოჯახს განეკუთვნება. ციტრუსოვან გვარში 39 სახეობა და სახესხვაობაა. იგი მოჰყავთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. სამრეწველო წარმოების მხრივ, ციტრუსოვანი კულტურებიდან პირველ ადგილს იკავებს ფორთოხალი, შემდეგ გრეიფრუტი, მანდარინი, ლიმონი და სხვა. მათი ნაყოფი გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი, ასევე აქვს სამკურნალო და დიეტური ეფექტი. ციტრუსის ნაყოფს იყენებენ ნედლად, გადამუშავებული სახით (წვენი, მურაბა, ცუკატი) და კულინარიაში. რაც შეეხება კანს, მისგან ამზადებენ ეთეროვან ზეთებს, რომელსაც იყენებენ პარფიუმერიაში და კვების მრეწველობაში. ციტრუსოვანი კულტურის სამშობლოდ მოიაზრება ინდოეთი, ჩინეთი და ინდოჩინეთი. აღნიშნული კულტურა ევროპაში ცნობილი იყო XIII საუკუნეზე ადრე, ხოლო საქართველოში ციტრუსოვან კულტურას ვხვდებით XII საუკუნიდან.  საქართველოში გაშენებული ციტრუსოვანი კულტურების 90%-ზე მეტი დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, სადაც ღია გრუნტის პირობებში მოჰყავთ მანდარინი, ფორთოხალი, გრეიფრუტი და სხვა.

ნიადაგის შერჩევა

ციტრუსოვანი კულტურის გაშენებამდე, სწორი ნიადაგის შესარჩევად, რამდენიმე კომპონენტია გასათვალისწინებელი(რელიეფი, ადგილმდებარეობა, სიმაღლე, ზღვიდან დაშორება). ასევე სწორად უნდა განვსაზღვროთ ზამთრის პირობების მიმართ კულტურების გამძლეობისა და შეგუების შესაძლებლობები. ციტრუსოვანი კულტურებისთვის საჭიროა ნეშომპალა - კარბოტანული, ყომრალი ყვითელმიწა, სუსტი გაეწრებული და ალუვიური ნიადაგები.

ციტრუსის გაშენებამდე

ციტრუსის ბაღის გასაშენებლად, ნიადაგი უნდა მოვამზადოთ ერთი, ან ორი წლით ადრე. ნაკვეთის შერჩევის შემდეგ, ნიადაგი უნდა განთავისუფლდეს ბუჩქებისაგან, მათი ფესვები უნდა ამოიძირკვოს და ნაკვეთის ზედაპირი მოსწორდეს. ნიადაგის მომზადებისას , მასში უნდა შევიტანოთ ფოსფოროვანი სასუქი. ამის შემდეგ უკვე შეიძლება დაითესოს წინამორბედი კულტურები (სიდერატები, მარცვლოვნები).

ნიადაგის დამუშავება და განოყიერება

ციტრუსის გაშენების პირველ ორ წელიწადს, სავეგეტაციო პერიოდში, ნიადაგი მუშავდება 3 – 4 ჯერ და იმულჩება მცენარეული მასით. რიგთაშორის დარჩენილ ზოლებში ითესება  ზაფხულის და ზამთრის სიდერატები. ნაყოფიერებიდან გამომდინარე, თუ მჟავიანობა იზრდება საჭიროა მოკირიანება. ასევე ნიადაგის მიკროორგანიზმებით გასამდიდრებლად სასურველია გამოიყენოთ მინერალური სასუქები. ნებისმიერი კულტურისთვის მნიშვნელოვანია მორწყვა. ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ნიადაგი განიცდის წყლის დეფიციტს, ამიტომ ციტრუსავანი კულტურის მორწყვა რეკომენდებულია დაწვიმებით, წვეთური და გამაგრილებელი სისტემით.

მოსავლის აღება

მანდარინის მოკრეფა უნდა მოხდეს, როდესაც კანის 2/3 დამახასიათებელ ყვითელ ფერს მიიღებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჯიშებისა და რეგიონების მიხედვით კრეფის ვადები იცვლება.

განსხვავებულია ფორთოხლის კეფის პროცესი. ის უნდა მოიკრიფოს ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში. ლიმონის კრეფა , მიუხედავად კანის შეფერილობისა, დასაშვებია მაშინ, როდესაც ის მიაღწევს სტანდარტულ სიმსხოს (50მმ) და წვნიანი გახდება.

ნაყოფის კრეფა უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში, შესაბამისი ნაყოფმჭრელი მაკრატლით. რაც მთავარია ნაყოფი ფრთხილად უნდა მოთავსდეს ყუთებში, რომ არ დაზიანდეს და დაიბეჟოს.

  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
გეგმიური წამლობები ციტრუსის უხვი მოსავლის მისაღებად

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან

იხილეთ ვრცლად
აპრილში ჩასატარებელი წამლობები თხილის კულტურაში

საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს

იხილეთ ვრცლად
გარგარის მოვლა-მოყვანა

კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,

იხილეთ ვრცლად