მთავარი | ჰერბიციდები | ვიდ სტოპ
ფლუმიოქსაზინი 510 გ/კგ
პრეპარატული ფორმა ღირებულებავიდ სტოპი არის ნიადაგის მაღალეფექტური ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება სარეველების აღმოცენებამდე, ვაზის, ხეხილის, ციტრუსის, კაკლის, თხილის, ზეთისხილის, კენკრის, სოიოს, ხორბლის, ქერის, შვრიის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
ფლუმიოქსაზინი არის სისტემური მოქმედების ჰერბიციდი. მისი გამოყენება შესაძლებელია:
1) მრავალწლიან კულტურებში სარეველების ამოსვლამდე;
2) თესვის შემდეგ კულტურის აღმოცენებამდე;
პრეპარატის გამოყენების მიზანია სარეველების აღმოცენებამდე კონტროლი. ჰერბიციდის შეტანის მომენტში ნიადაგი უნდა იყოს სარეველებისგან თავისუფალი, მისი უნიკალური მოქმედების წყალობით პრეპარატი აღწევს სარეველის ღივებამდე ანადგურებს მას და აღარ აძლევს სარეველებს აღმოცენების საშუალებას დიდი ხნის განმავლობაში.
გაფრთხილება! მრავალ წლიან კულტურებში შეტანის დროს ზაფხულის პერიოდში უკვე აღმოცენებულ სარეველებზე არ მოქმედებს. ასეთ დროს უნდა იქნეს შეტანილი ტოტალურ ჰერბიციდებთან კომბინაციაში.
გამოყენების რეგლამენტი:
კულტურა |
ხარჯვის ნორმა კგ/ჰა |
მოქმედების სპექტრი |
გამოყენების ხერხი და პერიოდი |
ვაზი, ქლიავი, კაკალი, თხილი, ნუში, ზეთისხილი
|
0,5-1 |
ერთწლიანი, მრავალწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი (ჯიჯლაყა, ქუთქუთა, ბოლოკა, ნაცარქათამა, ძაღლყურძენა, დანდური, ხოვერა, ძურწა, ხვართქლა, მწყერფეხა, მინდვრის მდოგვი) |
შესხურება ნიადაგზე, სამიზნე კულტურის დაცვით გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში. |
კენკროვნები (ჟოლო, მარწყვი, მოცვი, მაყვალი) |
0,5-1 |
ერთწლიანი, მრავალწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი (ჯიჯლაყა, ქუთქუთა, ბოლოკა, ნაცარქათამა, ძაღლყურძენა, დანდური, ხოვერა, ძურწა, ხვართქლა, მწყერფეხა, მინდვრის მდოგვი) |
შესხურება ნიადაგზე, სამიზნე კულტურის დაცვით, ვეგეტაციის დაწყებამდე |
ხახვი |
0,04-0,08 |
ერთწლიანი, მრავალწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველები |
შესხურება თესვის შემდეგ, ან დათესვიდან 2 - 3 დღეში კულტურის აღმოცენებამდე |
ნიორი |
0,45 |
ერთწლიანი, მრავალწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველები |
შესხურება თესვის შემდეგ, ან დათესვიდან 2 - 3 დღეში კულტურის აღმოცენებამდე |
წიწაკა |
0,1 |
ერთწლიანი, მრავალწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველები |
შესხურება თესვის შემდეგ, ან დათესვიდან 2 - 3 დღეში კულტურის აღმოცენებამდე |
ნიახური |
0,2 |
ერთწლიანი, მრავალწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველები |
შესხურება თესვის შემდეგ, ან დათესვიდან 2 - 3 დღეში კულტურის აღმოცენებამდე |
მარცვლეული (ხორბალი, ქერი, შვრია, სიმინდი, მზესუმზირა) |
0,05-0,12 |
ერთწლიანი, მრავალწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი (ჯიჯლაყა, ქუთქუთა, ბოლოკა, ნაცარქათამა, ძაღლყურძენა, დანდური, ხოვერა, ძურწა, ხვართქლა, მწყერფეხა, მინდვრის მდოგვი, ნარი, შალაფა)
|
შესხურება თესვის შემდეგ, ან დათესვიდან 2 - 3 დღეში კულტურის აღმოცენებამდე |
· ჰერბიციდის გამეორება შესაძლებელია მრავალწლიან კულტურებში 60 დღის შემდეგ;
ყურადღება! ჰერბიციდი არ შეურიოთ ერთად ნაზავში აზოტშემცველ სასუქებთან.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
· კულტურა დაცულია სარეველებისგან დიდი ხნის განმავლობაში;
· გამოიყენება დაბალი ხარჯვის ნორმა;
· სარეველების მოქმედების უნიკალური რეჟიმი;
· ადრეული აღმოცენების შემდეგ კონტროლი;
· არ ორთქლდება და არ ზიანდება სამიზნე კულტურა;
· სწრაფი და მოქმედების მნიშვნელოვანი ხანგრძლივობა;
· შესანიშნავად ერევა სხვა ჰერბიციდებს.