კლინერი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

კლინერი

გლიფოსატი-იზოპროპილამინის მარილი 480გ/ლ, გლიფოსატის მჟავაზე გადაანგარიშებით 360გ/ლ

პრეპარატული ფორმა

წყალხსნარი

ღირებულება

17.00

აირჩიე: 1 ლ 20 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
ბრენდი

ZHEJIANG XINAN CHEMICAL INDUSTRIAL GROUP CO., LTD, ჩინეთი

ტოტალური მოქმედების მაღალეფექტური ჰერბიციდი გამოიყენება ბალახეული სარეველების, ხე-ბუჩქოვანი მცენარეების და სხვა არასასურველი მცენარეების გასანადგურებლად.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

კლინერს გააჩნია სწრაფი მოქმედების მექანიზმი. მისი შემადგენელი ნივთიერება გლიფოსატ-იზოპროპილამინის მარილის ფორმულირებებში ხსნადობის გასაუმჯობესებლად, გლიფოსატი გარდაიქმნება იზოპროპილამინის ფორმად. იზოპროპილამინის მარილი, როგორც აქტიური ნივთიერება, შეიცავს გლიფოსატზე დაფუძნებული პრეპარატების უმეტესობას.   

კლინერი  დიფუზიურად იჭრებ მცენარის ქსოვილებში ფოთლის ბაგეებიდან და გადანაწილდება მთელ სისტემაში, მათ შორის ფესურებშიც. გარეგანი ნიშნები შეინიშნება გამოყენებიდან 1 კვირაში, სრული განადგურება ხდება 2-3 კვირაშიამინდობრივი პირობებიდან გამომდინარე. საუკეთესო ეფექტი მიიღწევა გასანადგურებელი მცენარეების აქტიური ზრდის ფაზაში, თბილი ამინდისა და ნიადაგის საკმარისი ტენიანობის დროს.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • ეფექტურად თრგუნავს არასასურველი ბალახოვანი და ხებუჩქოვანი მცენარეულობის სრულ სპექტრს;
  • ანადგურებს ხეების და ბუჩქების როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა ნაწილებს;
  • მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ტემპერატურაზე (დამუშავების დროს სარეველების სიცოცხლისუნარიანობის გათვალისწინებით);
  • არ ახდენს უარყოფით გავლენას გარემოზე;
  • სწრაფად იშლება ნიადაგში;
  • სრულად იხსნება წყალში;
  • საგრძნობლად ამცირებს შრომით და დროით დანახარჯებს არასასურველი მცენარეებისგან ტერიტორიების გაწმენდისას;

 

 პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • დამუშავებიდან რამდენიმე დღეში შესაძლებელია ნებისმიერი კულტურის დათესვა (დარგვა);
  • დამუშავების პერიოდში, სარეველების ზრდის აქტივობისა და ამინდის პირობების მიხედვით, ჰერბიციდული მოქმედების გამოვლენა (მცენარის ფოთლების თანდათანობითი ჭკნობა, გაყვითლება, განადგურება) შეინიშნება 10, ან მეტი დღის შემდეგ;
  • წამლის ეფექტურობა მცირდება ყინვის პერიოდში გამოყენებისას;
  • არ არის რეკომენდებული ჰერბიციდის გამოყენება მცენარეებზე ძლიერი ნამის დროს, რაც ასევე ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას;
  • შესაწამლად გამოიყენეთ სპეციალური აღჭურვილობა: რესპირატორი სპეცტანსაცმელი, რეზინის ხელთათმანი, სათვალე და შესაწამლი აპარატურა;
  • აუცილებელია სამუშაო ხსნარი მომზადდეს უშუალოდ გამოყენების წინ;

 

 

კულტურა

 

 

გასანადგურებელი ობიექტი

 

 

გამოყენების პერიოდი

 

 

ხარჯვის ნორმა ლ/ჰა

 

 

ვაზი, ხეხილი

 

ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები

შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე გაზაფხულზე ან ზაფხულში კულტურის დაცვით. სამუშაო ხსნარი 200-300 ლ/ჰა

 

 

 

3-4

მინდვრები განკუთვნილი საგაზაფხულო ნათესებისთვის

 

 

მრავალწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები

შესხურება სასურველია შემოდგომით მოსავლის, აღების შემდგომ. სამუშაო ხსნარი 200-300 ლ/ჰა

 

 

4

სარკინიგზო მაგისტრალები, სამრეწველო ობიექტები

 

არასასურველი ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეულობა

პირდაპირი შესხურება აქტიურ-ვეგეტირებად გასანადგურებელ ობიექტებზე.  სამუშაო ხსნარი 200-300ლ/ჰა

 

 

4-6

 

 

 

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
1 ლ 17 ლ
20 ლ 15 ლ

მსგავსი პროდუქცია