მთავარი | ჰერბიციდები | კლინერ ექსტრა

კლინერ ექსტრა

გლიფოსატის ამონიუმის მარილი 757გ/კგ, გლიფოსატის მჟავაზე გადაანგარიშებით 680გ/კგ

ბრენდი

ZHEJIANG XINAN CHEMICAL INDUSTRIAL GROUP CO., LTD, ჩინეთი

ღირებულება

1.00 კგ 50.00

ტოტალური მოქმედების მაღალეფექტული ჰერბიციდი ბალახეული სარეველების, ხე-ბუჩქოვანი მცენარეების და სხვა არასასურველი მცენარეების გასანადგურებლად.

უპირატესობები

  • შესანიშნავი მოქმედება სარეველების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. ერთწლიანი, მრავალწლიანი და მერქნიან-ბუჩქოვანი არასასურველი მცენარეულობის გასანადგურებლად. კლინერ ექსტრათი დამუშავებული სარეველა აღარ იზრდება.
  • იდეალურად ერგება კულტურის დაცვით პროგრამებს.
  • საშუალებას იძლევა ავიცილოთ საწვავის ხარჯი ნიადაგის მექანიზირებული დამუშავებისათვის.
  • კლინერ ექსტრათი დამუშავებული მინდვრები არ განიცდიან ეროზიას და აქვთ მაღალი ტენ-უზრუნველყოფა.
  • კლინერ ექსტრა საშუალებას იძლევა გავასუფთაოთ სარეველებისგან: სარკინიგზო მაგისტრალები, ელექტროგადამცემი ხაზები, ავრო-საგზაო მაგისტრალები, სასაწყობო მეურნეობები და სხვა.
  • მაღალეფექტურია სხვადასხვა კულტურებში მოსავლის აღების წინ დესიკაციისათვის

მოქმედების სისწრაფე:

პრეპარატი იჭრება 2-3 საათის განმავლობაში, ვიზუალური სიმპტომი ვლინდება 7-10 დღეში, ხოლო 2-3კვირაში (კლიმატური პირობებისა და სარეველების ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით) მთლიანად ხმება სარეველა. თავთავიანი სარეველბი გაცილებით მგრძნობიარეა ვიდრე ფართოფოთლოვნები.

საუკეთესო ეფექტი მიიღწევა:

როდესაც სარეველები აქტიური ვეგეტაციის ფაზაში არიან, მრავალწლიანი მარცვლოვანები-მინიმუმ 4-5 ფოთლის და 10-20 სმ სიმაღლისა.მრავალწლიანი ფართოფოთლოვანები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ყვავილობის წინ და ყვავილობის ფაზაში.

 

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

მსგავსი პროდუქცია