იაგუარი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

იაგუარი

კვიზალაფოპ-პ-ეთილი 200 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

40.00

აირჩიე: 1 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, კომბოსტო, საზამთრო

ბრენდი

SHANDONG BINNONG TECHNOLOGY Co., Ltd., ჩინეთი

იაგუარი აღმოცენების შემდგომი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ მოქმედი სუპერსელექციური ჰერბიციდია. იგი წარმატებით აფერხებს ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი სარეველების ზრდისა და განვითარების პროცესს.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

ნივთიერება სწრაფად შეიწოვება და ადვილად გადადის მცენარეში, გროვდება მრავალწლოვანი ბალახის სარეველების კვანძებსა და მიწისქვეშა რიზომებში, სადაც მთლიანად ანადგურებს რიზომების მერისტემატურ ქსოვილებს. გარდა იმისა, რომ აქტიურია ადგილობრივი გამოყენებისას, ეფექტურია მრავალწლიანი მცენარეების რიზომების მეორადი ზრდის წინააღმდეგ საბრძოლველად. სარეველების განადგურება ხდება 7-10 დღის შემდეგ.

 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • გამოიყენება კულტურების ფართო სპექტრისთვის;
  • ახასიათებს დაბალი ხარჯვის ნორმა;
  • მისი გამოყენება უსაფრთხოა თესლბრუნვაში;
  • მისი გამოყენება უარყოფითად არ მოქმედებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  • არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა;
  • მედეგია ატმოსფერული ნალექებისადმი (ადვილად არ ჩამოირეცხება);
  • პრეპარატის ჰერბიციდული მოქმედება ეფექტურად გრძელდება უამინდობის პირობებშიც;

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • შესაწამლად გამოიყენეთ სპეციალური აღჭურვილობა: რესპირატორი სპეცტანსაცმელი, რეზინის ხელთათმანი, სათვალე და სამუშაო აპარატურა;
  • აუცილებელია სამუშაო ხსნარი მომზადდეს უშუალოდ გამოყენების წინ;

 

კულტურა

გასანადგურებელი ობიექტი

გამოყენების პერიოდი

ხარჯვის ნორმა ლ/ჰა

კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, პომიდორი, შაქრის ჭარხალი, მზესუმზირა

ერთწლიანი მარცვლოვანი (ბურჩხა, მინდვრის სორგო, ძურწა, თივაქასრა, მელაკუდა, სეტარია, ერთწლიანი თოვაქასრა, ცოცხა ბალახი, მწყერფეხა, შვრიელა, ჭვარძლა)

ნათესების შესხურება სარეველების 2-4 ფოთლის ფაზიდან, მიუხედავად კულტურის განვითარების ფაზისა

 

 

 

 

0.75-1

კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, პომიდორი, შაქრის ჭარხალი, მზესუმზირა

 

 

მრავალწლიანი მარცვლოვანი

შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე 10-15 სმ სიმაღისას

 

 

1-1.2

 

 

ვაზი

 

მრავალწლიანი მარცვლოვანი (ჭანგა მხოხავი)

მიმართული შესხურება ვეგეტირებულ სარეველებზე, გაზაფხულზე კულტურის დაცვით

 

 

1-1.2

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
1 ლ 40 ლ

მსგავსი პროდუქცია