პენტაგონი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

ბენტაგონი

ბენტაზონი 480 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

წყალხსნარი

ღირებულება

₾ 50.00

აირჩიე: 1 ლ ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
ბრენდი

Parijat Industries ინდოეთი

ბენტაგონი არის მაღალეფექტური მოქმედების, სელექციური ჰერბიციდის ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ (მათ შორის 2.4 D ამინის მარილის მიმართ, გამძლეების მიმართაც). ეფექტურია საშემოდგომო ხორბლის, ქერის, შვრიის, იონჯის, სიმინდის, ბარდის, სოიოს, ლობიოს ნათესებში კულტურის აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებლად. 

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი: 

ბენტაგონი შეიწოვება როგორც ფოთლების, ასევე მცენარეების ფესვთა სისტემიდან. შეწოვის შემდეგ, აქტიური ნივთიერება მოძრაობს მცენარის გავლით უჯრედშორის სივრცეებში და მცენარის ნაწილებში. მოქმედების სიძლიერე და მიმართულება დამოკიდებულია შეწოვის ხარისხზე, გამოყენების ადგილზე, მცენარის ტიპზე, განვითარების სტადიაზე და გარემო პირობებზე. აქტიური ნივთიერება მოძრაობს უპირატესად აკროპეტალურად (დაბლიდან მაღლა). მცენარის ზრდისთვის ხელსაყრელი ამინდი, ტემპერატურა და ტენდაგროვება იწვევს აქტიური ნივთიერების შეწოვას და აუმჯობესებს მის მოქმედებას.

    პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

    • პრეპარატი უზრუნველყოფს მოსავლის დაცვას დამუშავების მომენტიდან სარეველების ახალი "ტალღის" გაჩენამდე;
    • გამოირჩევა მაღალი სელექციურობით;
    • არავითარი შეზღუდვა თესლბუნვაში;
    • პესტიციდს გააჩნია გამოყენების დიდი დიაპაზონი;
    • აქვს მაღალი ეკონომიური ეფექტი;

    პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

    • დამუშავება უნდა განხორციელდეს მცენარის ზრდისთვს ხელსაყრელ ამინდში;
    • შესხურება უნდა ჩატარდეს სარევლების აღმოცენების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს იმ ფაზისა, სანამ კულტურა გადაფარავს სარეველას და შეუძლებელი გახდება სამუშაო ნაზავის დატანა;
    • მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მაშინ, როდესაც სარეველების ღერო და ფოთოლი დასველდება  სამუშაო ხსნარით;

     კულტურა

     სარეველა

     ხარჯვის ნორმა ლ/ჰა

    ლოდინის პერიოდი (გამოყენებს ჯერადობა)

    საგაზაფხულო და საშემოდგომო თავთავიანები

    ერთწლიანი ორლებნიანი, მათ შორის 2-4 დ-ს მიმართ გამძლე

     

    2-4

    -(1)

    სიმინდი

    ერთწლიანი ორლებნიანი, მათ შორის 2-4 დ-ს მიმართ გამძლე

     

    2.4-4.6

    -(1)

    სოია

    ერთწლიანი ორლებნიანი (ბირკა)

    1.5-3

    -(1)

    სათესლე ბარდა

    ერთწლიანი ორლებნიანი (გვირილა)

    3-4

    -(1)

    სამყურა სათესლე ნათესები

    -

    2-3

    -(1)

    იონჯა (ვეგეტაციის პირველი წელი)

    -

    2

    -(1)

    სამკურნალო მცენარეების

    -

    2-2.5

    -(1)

    ბაღის პიტნა

    -

    2-2.5

    -(1)

    გამოყენების ინსტრუქცია;

    • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
    • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
    • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
    • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
    • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
    • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

     

    უსაფრთხოება;

    • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
    • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
    • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

     

    არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

    • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
    • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

     

    დაუშვებელია:

    • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
    • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
    • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
    • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
    • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
    • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
    • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
    • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

     

    სამუშაოს დასრულების შემდგომ:

    • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
    • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
    • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

     

    როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

    • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
    • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
    • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
    • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
    • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
    • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

     

     

    შეფუთვა ფასი
    1 ლ 50 ლ
    ლ ლ

    მსგავსი პროდუქცია