კორუმა

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

ვიდ ქილერი

2,4,D დიმეთილ ამინის მარილი 500 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

წყალხსნადი კონცენტრატი

ღირებულება

15.00

აირჩიე: 1 ლ 5 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
ბრენდი

Koruma Klor Alkali Sanay ve Ticaret A.S, თურქეთი

მაღალეფექტური სისტემური მოქმედების ჰერბიციდი გამოიყენება  თავთავიანი კულტურების და სიმინდის ნათესებში ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

2,4 D  დიმეთილამინის მარილი, არღვევს ქსილემისა და ფლოემის უჯრედების განვითარებასა და ზრდას, რაც იწვევს ფოთლების და ღეროების ფორმის შეცვლას და წარმოქმნას. მათ ასევე შეუძლიათ შეაჩერონ ქლოროფილის და პლასტიდების წარმოქმნა, რაც საბოლოოდ იწვევს ფოტოსინთეზის ინჰიბირებას. კულტურულ მცენარეში შეჭრიდან 10-15 დღეში იგი მთლიანად იშლება და მოსავლის აღებამდე ნარჩენი არ რჩება პროდუქტში.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები: 

  • დაბალი ხარჯვის ნორმა და მაღალი ეფექტურობა;
  • აქვს სწრაფი მოქმედება;
  • პრეპარატი ასევე გამოიყენება საძოვრებისა და თივის მინდვრებში შხამიანი და მავნე მცენარეების წინააღმდეგ;
  • სწრაფად იშლება ნიადაგში;
  • მდგრადია არასასურველი ამინდის პირობებშიც;
  • დამცავი მოქმედება ნარჩუნდება 25-30 დღის განმავლობაში;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • თავსებადია ინსექტიციდებთან, სხვა ჰერბიციდებთან, ფუნგიციდებთან, ზრდის რეგულატორებთან და სასუქებთან;
  • წამლობისას პრეპარატი არ უნდა შეეხოს მგრძნობიარე კულტურებს როგორიცაა: ვაზი, ხეხილი, მზესუმზირა, ბოსტნეული და სხვა;
  • ამინდობრივი პირობებიდან გამომდინარე, სარეველების ზრდა დამუშავებიდან ორ-სამ საათში ჩერდება, სარეველების სრული სიკვდილი ხდება 10-15, ან მეტი დღის შემდეგ;
  • თავთავიან კულტურებში გამოიყენება გაზაფხულზე, ბარტყობის ფაზიდან აღებამდე;
  • შესხურება ხდება ნიადაგის ზედა, ან საჰაერო შემაფრქვევლებით;
  • დამუშავებულ ფართობში შესვლის ვადა: მექანიზებული სამუშაოებისთვის-4 დღე, ხელით სამუშაოებისთვის-15 დღე;
  • სიმინდის შესხურება 3-6 ფოთლის ფაზაში. უფრო გვიან შესხურება რეკომენდებული არ არის;
  • პრეპარატი არ გამოიყენება ყინვის პერიოდში;
  • ნუ დაამუშავებთ ახალგაზრდა, დასუსტებულ მცენარეს;

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი სარეველა პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)
საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი მაღალმგრძნობიარე სარეველები: მინდვრის მდოგვი, რაფსის ნაგერალა, ბოლოკერა, ნაცარქათამა, ქუთქუთა, წიწმატურა, ნარი, ჯიჯილაყა, რძიანა, ტყისურა, თათაბო, წიწმატელა, გონგოლა, ფუჩფუჩა, ძაღლყურძენა, ამბროზია, ღორის ბირკა, ბირკა, ცერცეველა 1-1.5 200-400
სიმინდი

საკმაოდ მგრძნობიარე: ხვართქლა, ყაყაჩო, სპერგულა, ვარდისფერი ღიჭა, ყვითელი ღიჭა, მზესუმზირა, დანდური, მატიტელა, შვრია, საპონელა. 

ნაკლებად მგრძნობიარეა: ირაგა, დედოფლისთითა, ყანის ია, ჟუნჟრუკო, ბეგიაური, ბებრისკონა, წითელი ჭინჭრის დედა, კესანე, კვირილა, გვირილა, თავცეცხლა, ლუმა, ბაია.

არ მოქმედებს: შიშველი შვრია, თივაქასრა, საგველა, მელაკუდა, მხოხავი ჟანგა, შვრიუკა.

1-1.5 200-400

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

 

შეფუთვა ფასი
1 ლ 15 ლ
5 ლ 15 ლ

მსგავსი პროდუქცია