პრიმო

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

პრიმო

2.4-D დიმეთილ ამინის მარილი 720 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

წყალში ხსნადი კონცენტრატი

ღირებულება

16.00

აირჩიე: 1 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
ბრენდი

SHANDONG BINNONG TECHNOLOGY Co., Ltd., ჩინეთი

პრიმო წარმოადგენს სელექციური მოქმედების სისტემურ ჰერბიციდს ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად, თავთავიან კულტურებსა და სიმინდის ნათესებში.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება შეიწოვება ფოთლებიდან და ვრცელდება მთელ მცენარეში მისი ფესვების ჩათვლით. პრეპარატი ხელს უშლის ფოტოსინთეზის პროცესს და ზღუდავს მცენარის სუნთქვის უნარს, რაც საბოლოოდ განაპირობებს სარეველების დაღუპვას. პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა იზრდება თბილი და ნესტიანი ამინდების დროს, ხოლო ცივი და მშრალი ამინდის პირობებში მისი მოქმედება ნელდება. სარეველების ზრდა წყდება დამუშავებისთანავე. პრეპარატის მოქმედების პირველი სიპტომები, გაყვითლება და ჭკნობა, გამოვლინდება დამუშავებიდან 5-6 საათში. სარეველა, მისი ტიპისა და კლიმატური პირობების მიხედვით, იღუპება 3-7 დღის განმავლობაში, თუმცა ცივი ამინდებისა და გვალვის პირობებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • პრეპარატი ასევე გამოიყენება საძოვრებისა და თივის მინდვრებში შხამიან და მავნე მცენარეებთან ბრძოლისას;
  • პრეპარატი სწრაფად შეიწოვება მცენარის ფესვებით;

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • პრეპარატი უნდა გამოიყენოთ შესხურების გზით;
  • სამუშაო ხსნარი უნდა მომზადდეს, ნაკვეთის დამუშავების დღეს;
  • გააზავეთ პრეპარატი წყლით სანახევროდ ავსებულ ავზში;
  • დამუშავების დროს სარეველების ფოთლები უნდა იყოს მშრალი (წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატის მოქმედება იქნება არაეფექტური);
  • დამუშავებიდან 2 საათში მოსულმა წვიმამ შეიძლება პრეპარატის ეფექტურობა შეზღუდოს;
  • გამოიყენება საავიაციო გზით შესხურებისას;

 

კულტურა

 

სარევეა

 

პრეპ.ხარჯვის ნორმა ლ/ჰა

 

სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა

საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი

მაღალმგრძნობიარე სარეველები: მინდვრის მდოგვი, რაფსის ნაგერალა, ბოლოკერა, ნაცარქათამა, ქუთქუთა, წიწმატურა, ნარი, ჯიჯილაყა, რძიანა, ტყისურა, თათაბო, წიწმატელა, გონგოლა, ფუჩ ფუჩა, ძაღლყურძენა, ამბროზია, ღორის ბირკა, ბირკა, ცერცეველა

 

 

 

 0.7-1.0

 

 

 

 200-400

 

სიმინდი

საკმაოდ მგრძნობიარე: ხვართქლა, ყაყაჩო, სპერგულა, ვარდის ფერი ღიჭა, ყვითელი ღიჭა, მზესუმზირა, დანდური, მატიტელა, შვრია, საპონელა ნაკლებად მგრძნობიარეა.

ნაკლებად მგრძნობიარე: ირაგა, დედოფლისთითა, ყანის ია, ჟუნჟრუკო, ბეგიაური, ბებრისკონა, წითელი ჭინჭრის დედა, კესანე, კვირილა, გვირილა, თავცეცხლა, ლუმა, ბაია

 

 

 

 

 

 

0.7-1.0

 

 

 

 

 

 

200-400

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
1 ლ 16 ლ

მსგავსი პროდუქცია