ვაზის მოვლა-მოყვანა

ვაზი მსოფლიოში გავრცელებული უმნიშვნელოვანესი კულტურაა, თუმცა ვაზის სამშობლოდ საქართველო მოიაზრება, რადგან ამ კულტურასთან ურთიერთობა ძვ.წ VI ათასწლეულიდან, ნეოლითის ხანიდან დაიწყო. მსოფლიოში 4000 ჯიშზე მეტია გავრცელებული, აქედან საქართველოში 550-ზე მეტი ჯიში გვხვდება. საქართველოში მოჰყავთ, როგორც საღვინე, ასევე სასუფრე ჯიშები.
ნიადაგის შერჩევა
მევენახემ უხვი და ბარაქინი მოსავლის მისაღებად, ვაზის გაშენებიდან მოსავლის აღებამდე, სწორად უნდა დაგეგმოს ჩასატარებელი სამუშაოები. იმის მიუხედავად, რომ ვაზი ყველა ტიპის ნიადაგზე ხარობს, აუცილებელია, სწორად შეირჩეს ფართობი, რადგან ეს კულტურა სითბოს, ტენის, სინათლის მოყვარულია და ამ მხრივ, გაშენებული ვენახი, დეფიციტს არ უნდა განიცდიდეს.
ნიადაგის შერჩევის შემდეგ, რისკების თვიდან ასაცილებლად, აუცილებელია ჩატარდეს ქიმიური ტესტირება (დაახლოებით 4 წელიწადში ერთხელ), რადგან საქართველოს ყველა კუთხე გამოირჩევა ნიადაგის მრავალფეროვნებით.
ნიადაგის განოყიერება
ფართობის დამუშავება რამდენიმე თვით ადრე (2 -4) უნდა დაიწყოს. ტენიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ნიადაგის ღრმა დამუშავება. ასევე დროულად უნდა მოხდეს ნიადაგში სასუქების შეტანა, რომლის დოზებიც გაშენებულ ჯიშებზე და ნაკვეთის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული (სასუქების რეკომენდებული რაოდენობის დასადგენად გაიარეთ აგრო კონსულტაცია).
ვენახის გაშენება
წინასწარ გამზადებულ ორმოებში ორგანულ - მინერალურ სასუქთან ერთად უნდა აირიოს, უკვე დაფესვიანებული ნერგი და ისე დაირგას. აუცილებელია ნერგის კალმის ნაწილი დარჩეს მიწის ზემო 4–5 სმ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ვაზის გასხვლა-ფორმირებაა, რადგან ამ პროცესებზეა დამოკიდებული ვენახის მოსავალიანობა. გაუსხლავი მცენარის ნაყოფის სიმწიფე და მჟავიანობა შემცირებულია. რაც შეეხება გასხვლის პერიოდს, ის განისაზღვრება გაშენებული ჯიშისა და რეგიონის მიხედვით.
დაცვითი ღონისძიებები
ვენახის გაშენებისას მნიშვნელოვანია მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების გეგმიური ჩატარება, რათა კულტურის განვითარების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. ვაზის გავრცელებული დაავადებებია: ჭრაქი, ნაცარი, შავი და ნაცრისფერი სიდამპლე. ვაზის მავნებლებია: ვაზის ცრუფარიანები, კვირტის და ყურძნის ჭია, შემოდგომის ხვატარი და ა.შ. დაავადებებთან და მავნებლებთან საბრძოლველად ძირითადად გამოიყენება ქიმიური შესხურება (ფუნგიციდ- ინსექტიციდისა და მინერალური ზეთის ემულსიის კომბინირებით). მათი ნორმა განსაზღვრება კულტურის დაცვითი სქემის შესაბამისად.
მოსავლის აღება
მოსავლის აღების პერიოდი დამოკიდბულია ამინდზე, ჯიშებზე, მტევნებში შაქრიანობის დონესა და საერთო მოსავლიანობაზე. საღვინე ყურძნის აღება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მტევანი მიიღებს მისთვის დამახასიათებელ ფერს და შაქრის შემცველობა (ჯიშის მიხედვით) იქნება განსაზღვრული დონის შესაბამისად. რთველის ჩატარება რეკომენდებულია უნალექო ამინდის პირობებში.
სასუფრე და შესანახი ყურძენი იკრეფება მაშინ, როდესაც მარცვალი დარბილდება, ყუნწიდან ადვილად მოცილდება და ა.შ. შესანახი ყურძნის კრეფისას უპირატესობა ენიჭება ერთნაირი ზომის და შეფერილობის დაუზიანებელ და კარგად განვითარებულ მტევნებს. დაკრეფილი მტევნები უნდა მოათავსოთ შესაბამის ყუთებში და განათავსოთ სპეციალურად მოწყობილ სარდაფში, ან სამაცივრე მოწყობილობებში (ტემპერატურა 1-4°C).

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან
იხილეთ ვრცლად
საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს
იხილეთ ვრცლად
კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,
იხილეთ ვრცლად