ხორბლის მოვლა-მოყვანა

ხორბალი მარცვლოვანთა ოჯახის, ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი მარცვლოვანი კულტურაა. ის აერთიანებს 27 ველურად მზარდ და კულტურულ სახეობას. ხორბალი ყველა კონტინენტზეა გავრცელებული. საქართველოში გვხვდება საშემოდგომო, საგაზაფხულო და ნახევრად საშემოდგომო ფორმები.
ნიადაგის შერჩევა
ხორბლის დათესვამდე ნიადაგი უნდა დამუშავდეს 15–20 დღით ადრე. იმ შემთხვევაში, თუ დამუშავბულ ნიადაგში გაჩნდა სარეველა, საჭიროა კულტივაცია - დაფარცხვითი სამუშაოები ჩატარება. საადრეო წინამორბედის მოსავალს აღების შემთხვევაშიც 25 – 27 სმ - ის სიღრმეზე უნდა მოიხნას ნიადაგი.
საშემოდგომო ხორბალი ითესება ორი ან სამი წლის სარგებლობის კორდზე. ასეთი კორდის ნიადაგი გამკვრივებულია და თუ მას არ შევურჩიეთ მოხვნის ოპტიმალური ვადა, ხნული უხარისხო, ბელტიანი გამოდის, ბალახნარის მიწისზედა ნარჩენები და ფესვთა სისტემის დიდი ნაწილი ნიადაგის ზედაპირზე რჩება, არ ხდება მისი მინერალიზაცია, ნიადაგის გამდიდრება ჰუმუსით და კორდი კარგავს თავის დანიშნულებას, ამიტომ, სარწყავ და ტენით უზრუნველყოფის პირობებში კორდი უნდა მოიხნას აგვისტოში, ხოლო ურწყავ და გვალვიან პირობებში ბალახნარის პირველი გათიბვისთანავე.
ხნულის თესვისწინა დამუშავება ტარდება საჭიროებიდან გამომდინარე თათებიანი კულტივატორით, მძიმე დისკებიანი ფარცხით, ან ფრეზით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ, ნასიმინდარი და ნამზესუმზირალი ხნულის კულტივატორით დამუშავება დაუშვებელია.
ხორბალის თესვა
საშემოდგომო ხორბალი, მცირე ზომის ნაკვეთებზე, ითესება მწკრივად და მობნევით. განხსვავდება მწკრივად თესვის სახეობები, ესენია; ჩვეულებრივ მწკრივად, ვიწრომწკრივად და ჯვარედინად თესვა. ჩამოთვლილთაგან ყველაზე კარგია ვიწრომწკრივად და ჯვარედინად თესვა. ვიწრომწკრივად და ჯვარედინად თესვისას ყურადღება ექცევა ქარისმიერი ეროზიის ზონებს, როგორიცაა დედოფლლის წყაროს უკანა მხარე, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს, მცხეთის და საგარეჯოს რაიონები. საშემოდგომო ხორბლის თესლის რაოდენობა ჰექტარზე არ უნდა იყოს 4–5 მილიონზე ნაკლები. მკაცრი ზამთრის პირობებში, ასევე დასარევლიანებულ მინდვრებზე, სათეს ნორმას ზრდიან 6 მილიონამდე. დათესვის შემდეგ, ნათესები კარგად უნდა დაიტკეპნოს საგორავით. ეს სამუშაოები მნიშვნელოვანია ჩატარდეს განსაკუთრებით მშრალ, გვალვიან პირობებში და ქარისმიერი ეროზიის ზონებში.
ხორბლის მოვლა
საშემოდგომო ხორბლის მოვლა-მოყვანისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კულტურის ვერტიკალური ფილტრაციით მორწყვა. ასეთი მორწყვის დროს წყალი ნაწილდება სარწყავი ფართობის ზედაპირზე მთლიან ფენად და ნიადაგშიც ვრელდება ვერიკალურად. უნდა ჩატარდება სამი მორწყვა: თესვის შემდგომ სექტემბერ-ოქტომბერში, მეორე პირველ სავეგეტაციო (აღერების ფაზა) აპრილი-მაისის პერიოდში და მესამე მორწყვა ტარდება სავეგეტაციო (დათავთავების ფაზაში) ივნისის თვეში. სავეგეტაციო მორწყვა იწყება მაშინ, როდესაც ნიადაგში ტენიანობა 80–70%-ზე დაბლა დაიწევს.
დაცვითი ღონისძიებები
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს სარეველების და დაავადებების არსებობაც, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ხორბლის კულტურას. ხორბლის ნათესების დასაცავად აუცილებელია ფუნგიციდური მკურნალობა. ხორბლის გავრცელებული მავნებლებია: ბუგრები, ჭიჭინობელა, თრიფსი, რწყილი, რომელთა გამოჩენისთანავე ნათესები უნდა დამუშავდეს შესაბამისი ინსექტიციდებით.
მოსავლის აღება
საშემოდგომო ხორბლის მოსავლის აღება ხდება მარცვლის სანთლისებური სიმწიფის ბოლო ფაზაში. უფრო მოგვიანებით აღებას დანაკარგები შეიძლება ახლდეს თან. მოსავლის აღების პროცესში, მარცვლის ტენიანობა უნდა შეადგენდეს 16 – 17 %-ს, რათა კომბაინმა მოახერხოს მარცვლის გამოლეწვა და არ დავკარგოთ მოსავალი. მცენარის მოჭრის სიმაღლე მშრალ ადგილებში 15-20 სანტიმეტრს უნდა შეადგენდეს. გამოლეწილი მარცვალი გადაიტანეთ კალოზე - ღია ფარდულის ქვეშ, სადაც უნდა დაიწყოს მარცვლის გამოშრობა. მარცვლის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 13–14 %-ს. უკვე კარგად გამოშრობილი მარცვალი, კარგად უნდა გაიწმინდოს და შესაბამისი ტექნიკით დახარისხდეს.

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან
იხილეთ ვრცლად
საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს
იხილეთ ვრცლად
კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,
იხილეთ ვრცლად