პაროქსიფენი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

პაროქსიფენი

ოქსიფლუორფენი 240 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

42.00

აირჩიე: 1 ლ 20 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ხახვი

ბრენდი

Parijat Industries ინდოეთი

პაროქსიფენი მაღალეფექტური ჰერბიციდია ხახვის, ნიორისა და მზესუმზირის ნათესებში გამოსაყენებლად ერთწლიანი ორლებნიანი და  მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

ოქსიფლუორფენი, ისევე როგორც სხვა ნიტროფენოლის კლასის წარმომადგენლები, მცენარეში ადვილად და სწრაფად აღწევენ  ფოთლების მეშვეობით, რის შემდეგაც ხდება მცენარის ენერგიის წყაროს დარღვევა, მათ შორის ATP სინთეზის. პესტიციდი არ გადაადგილდება მცენარის შიგნით და არ შეიწოვება ფესვებიდან წყალთან ერთად, ამიტომ თავიდანვე გამორიცხულია პრეპარატის მოხვედრა საბოლოო პროდუქციაში. დაზიანების შემდგომ ფოთლები უფერულდება, მათზე ჩნდება შავი, ყავისფერი, ყვითელი ლაქები, ხოლო შემდგომ ისინი ცვივა და შრება.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • მაღალი ეკონომიკური ეფექტურობა;
  • მაღალეფექტურია ფართო სპექტრის სარეველების, უპირატესად ორლებნიანების, აგრეთვე მარცვლოვნების წინააღმდეგ;
  • ვიზუალური ნიშნები სარეველებზე ზემოქმედებისას ჩანს გამოყენებიდან 2-3 დღეში; სარეველების სრული განადგურება ხდება 1-2 კვირაში;
  • პაროქსიფენი გამოირჩევა მაღალი პერსისტენტობით (დამკავებლობით), რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ და ეფექტურ დაცვას;
  • არ გააჩნია არავითარი შეზღუდვა თესლბრუნვაში;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • მაქსიმალური ეფექტის მიღებისათვის, რეკომენდებულია ჰერბიციდი თანაბრად და მთლიანად დავიტანოთ მცენარის ზედაპირზე (აგრეთვე ნიადაგის ფხვიერ და გასწორებულ ზედაპირზე);
  • ნიადაგი კარგად უნდა იყოს მოწესრიგებული და დამუშავებული (გასუფთავებული ზედმეტი ნარჩენებისგან);

კულტურა სარეველა ხარჯვის ნორმა კგ/ჰა გამოყენების დრო
და პერიოდი
ხახვი ერთწლიანი ორლებნიანი სარეველები:
(შვრია, (Avena sativa) ფერისცვალა,(Daucus carota L), შვრიელა, (Bromus tectorumL), ჩიტიფეხა (Ornithopus sativus Vog.) და  სხ.)
0.5 შესხურება კულტურის
ორი ფოთლის ფაზაში
ნიორი ერთწლიანი ორლებნიანი სარეველები
(შვრიუკა (Ornithopus sativus Vog.), ბურჩხა
(Echinochloa crus-galli L.,) ძურწა, (Setaria verticillata
(L.), ფერისცვალა (Daucus carota L.), შვრიელა,
(Bromus tectorumL) ჩიტიფეხა (Ornithopus sativus Vog.)
1 შესხურება კულტურის სამი ფოთლის ფაზაში
ვაშლი ერთწლიანი ორლებნიანები
სარეველები
შვრია, (Avena sativa) ფერისცვალა,
(Daucus carota L), შვრიელა (Bromus tectorumL),
ჩიტიფეხა (Ornithopus sativus Vog.
4.2-8.2 შესხურება ვეგეტირებად სარეველებზე გადახელით სარეველას სიმაღლე 10-15 სმ (კულტურის დაცვით)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

 

შეფუთვა ფასი
1 ლ 42 ლ
20 ლ 38 ლ

მსგავსი პროდუქცია