დრაგო

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

დრაგო

პენდიმენტალინი 330 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

34.00

აირჩიე: 1 ლ 5 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

სიმინდი, ხახვი

ბრენდი

SHANDONG BINNONG TECHNOLOGY Co., Ltd., ჩინეთი

დრაგო ნიადაგის მაღალეფექტური ჰერბიციდი, ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველების ფართო სპექტრის გასანადგურებლად. იგი ყველაზე ეფექტურია სარეველას აღმოცენებამდე და აღმოცენების ადრეულ სტადიებზე გამოყენების შემთხვევაში. მას ახასიათებს სელექციური მოქმედება ისეთ კულტურებში, როგორიცაა მზესუმზირა, ხორბალი, კარტოფილი, სოიო, ნიორი, სტაფილო, თამბაქო, სიმინდი, პომიდორი, კომბოსტო, ხახვი, ქინძი, ნიორი, ცერეცო, მარწყვი, გოგრა და მრავალი სხვა.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატი ხასიათდება ფოთლოვანი (ფოტოსინთეზური ინჰიბირების) და ნიადაგური მექანიზმით (ნიადაგის ზედაპირს გადაეკვრება აპკის სახით და ხელს უშლის სარეველების ამოსვლას). ჰერბიციდი შეიწოვება სარეველების ფესვებითა და ყლორტებით, ამიტომ გარანტირებულია მაღალი ეფექტურობა და ხანგრძლივი მოქმედება. პრეპარატი მოქმედებს სარეველების ფესვთა სისტემაზე, იწვევს ფესვის წვერების სიმსივნურ გადაგვარებას, აფერხებს უჯრედის მიტოზს, აფერხებს ცილების სინთეზსს. ტოქსიკური მოქმედების სიმპტომები ჩნდება სარეველების თესლის გაღივების და ჩითილების აღმოცენების შემდეგ. მეორადი ფესვები არ ვითარდება, ყლორტების ზრდა ჩერდება, ამის შემდეგ სარეველა კვდება.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • ბალახებისა და ფართოფოთლოვანი სარეველების ფართო სპექტრის კონტროლი;
  • მდგრადია ნალექის მიმართ;
  • ნიადაგში ნარჩენი რაოდენობა მთლიანად იშლება ვეგეტაციის პერიოდში;
  •  გამოიყენება მრავალ კულტურაში;
  • აკონტროლებს თითქმის ყველა წლიურ სარეველას;
  • პენდიმეტალინი, სხვა დინიტროანილინებისგან განსხვავებით, ვეგეტაციის ბოლოს თითქმის მთლიანად იშლება ნიადაგში, რის შედეგადაც მას არ აქვს ფიტოტოქსიკური ეფექტი მომდევნო კულტურებზე;

კულტურა სარეველა პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) გამოყენების მეთოდი და პერიოდი
სოიო ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები  3-4 ნიადაგის შესხურება კულტურის აღმოცენებამდე/ნიადაგის შესხურება კულტურის აღმოცენების პერიოდში
სტაფილო  ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები  3-4  -
თამბაქო  ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები  3-4 ნიადაგის შესხურება ჩითილების დარგვამდე
სიმინდი  ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები  3-4 ნიადაგის შესხურება დათესვის შემდეგ ან კულტურის აღმოცენებამდე
მზესუმზირა  ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები

 3-4

ნიადაგის შესხურება დათესვამდე
პომიდორი  ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები  3-4 ნიადაგის შესხურება ნათესის აღმოცენებამდე
კომბოსტო ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები  - ნიადაგის შესხურება ჩითილების გადარგვამდე
ხახვი, ნიორი  ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები  2.5-4.5 ნიადაგის შესხურება კულტურის ამოსვლამდე და აღმოცენების ადრეული „ღივის“ ფაზაში
 ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები 2.5 - 4.5
ქინძი, ცერეცო  ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები 5 - 7.5 ნიადაგის შესხურება გაზაფხულზე კულტურის აღმოცენებამდე
კარტოფილი  ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები 4.0-5.0  -
საშემოდგომო ხორბალი  ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები  5.0 ნიადაგის შესხურება აღმოცენებამდე 2-3 დღით
 ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები 5.0  ნიადაგის შესხურება არმოცენებამდე 2-3 დღით 

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

 

შეფუთვა ფასი
1 ლ 34 ლ
5 ლ 35 ლ

მსგავსი პროდუქცია