მთავარი | მინერალური სასუქი | ამინოლუქ V - 17
17% თავისუფალი ამინომჟავების მასა+ 8.2%, (N) + 4%, (N)+4.2%, (N)+ 58% სულ ორგანული მასალა
პრეპარატული ფორმა ღირებულებაამინოლუქ V-17 არის მცენარეული წარმოშობის ამინომჟავები, რომლებიც მიიღება ფერმენტული ჰიდროლიზის მეთოდით. ძირითადად გვხვდება აქტიური ნაერთის სახით, რაც ერთადერთი ფორმაა მცენარეების მიმართ გამოსაყენებლად. იგი მოქმედებს როგორც მცენარეების ზრდა-განვითარების მასტიმულირებელი საშუალება, ასევე, ხელს უწყობს კულტურათა სიცოცხლისუნარიანობის აღდგენას, აუმჯობესებს ფოტოსინთეზს, არეგულირებს წყლის ბალანსს და აბრკოლებს მცენარის დაბერების პროცესს.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
- ამინოლუქ V-17 გამოიყენება კულტურათა ფართო სპექტრისთვის (ბოსტნეულის, მარცვლეულის, ვაზის, ხეხილის, ციტრუსის, ზეთისხილის, დეკორატიული მცენარეებისთვის);
- აღადგენს კულტურათა სიცოცხლისუნარიანობას;
- აჩქარებს ფოტოსინთეზის პროცესს;
- აბრკოლებს დაბერების პროცესს;
- ხელს უწყობს კულტურათა ზრდას;
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
- ამინოლუქ V-17 უნდა გამოიყენოთ მცენარეთა განვითარების კრიტიკულ მომენტებში: გადარგვის შემდგომ, ზრდის, ყვავილობის წინა და ბოლო პერიოდებში;
- მუშაობის პროცესში აკრძალულია საკვებისა და სასმლის მიღება, სიგარეტის მოწევა;
კულტურა |
ფოთლოვანი გამოკვება |
ფერტიგაცია (წვეთოვანი გამოკვება |
ბოსტნეული - ღია გრუნტი/სათბური (პომიდორი, წიწაკა, კიტრი, ბადრიჯანი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო და ა.შ) |
200-300 მლ 100 ლ წყალში სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში 2-4 ჯერ შესხურება |
2-4 ლ/ჰა პირველი შესხურება ჩატარდეს გადარგვიდან 7-10 დღის შემდეგ. ჯამური დოზა 10-20 ლ/ჰა |
მარცვლეული |
200-300 მლ 100 ლ წყალში სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში 2-4 ჯერ შესხურება |
2-4 ლ/ჰა ჯამური დოზა 10-20 ლ/ჰა |
ვაზი |
200-300 მლ 100 ლ წყალში სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში 2-4 ჯერ შესხურება |
2-4 ლ/ჰა ჯამური დოზა 10-20 ლ/ჰა |
ხეხილი |
200-300 მლ 100 ლ წყალში სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში 2-4 ჯერ შესხურება |
2-5 ლ/ჰა ჯამური დოზა 10-20 ლ/ჰა |
ციტრუსი |
200-300 მლ 100 ლ წყალში სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში 2-4 ჯერ შესხურება |
2-4 ლ/ჰა ჯამური დოზა 10-20 ლ/ჰა |
ზეთისხილი |
200-300 მლ 100 ლ წყალში სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში 2-4 ჯერ შესხურება |
2-5 ლ/ჰა ჯამური დოზა 10-20 ლ/ჰა |
დეკორატიული მცენარეები |
200-300 მლ 100 ლ წყალში სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში 2-4 ჯერ შესხურება |
2-4 ლ/ჰა პირველი შესხურება ჩატარდეს გადარგვიდან 7-10 დღის შემდეგ. ჯამური დოზა 10-20 ლ/ჰა |
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მინერალური სასუქების გამოყენება მთავარი საშუალებაა. მინერალური სასუქების გამოყენებისას მოსავალი 50%-იანი ნამატით მიიღება. ზოგიერთი მწვანე მასის მწარმოებელ მცენარეში (მაგალითად ჩაი) ნამატი 80%-ს აღევს.
თუ მინერალურ სასუქებს არ გამოიყენებთ, სურსათის წარმოება კატასტროფულად შემცირდება. სასუქებზე უარის თქმა თქვენს მეურნეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მინერალური სასუქების გამოყენების ტექნოლოგიების გაუმჯობესება.
გაითვალისწინეთ: სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ძირითად საკვებ ელემენტებზე განსხვავებული მოთხოვნილება აქვთ. აუცილებელია იცოდეთ, როგორი გამოტანა ახასიათებთ მათ ერთსა და იმავე მოსავლიანობის პირობებში, რათა სასუქის შეტანა სწორად მოხდეს. ამ პროცესში გასათვალისწინებელია მცენარის ბიოლოგიური თავისებურებები, კლიმატურ ნიადაგური პირობები და მოსავლის დონე, რათა საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განვახორციელოთ.
ჯგუფი | კულტურა | გამოტანის მაჩვენებელი |
I |
შაქრის ჭარხალი, საკვები ჭარხალი და კარტოფილის უცხოური ჯიშები. |
455-535კგ NPK გამოაქვთ 1 ჰა-დან |
II |
ხორბალი, ქერი, სიმინდი, კარტოფილის ადგილობრივი ჯიშები, კომბოსტო და სუფრის ჭარხალი. |
I ჯგუფზე თითქმის 70-100 კგ-ით ნაკლები 312-408კგ NPK |
III |
პომიდორი, კიტრი, ხახვი, ბადრიჯანი, სტაფილო. |
221-262კგ NPK, რაც II ჯგუფზე 90-140კგ-ით ნაკლებია. |
IV | საზამთრო, ნესვი და სალათი. |
საკვები ელემენტების გამოტანა 153-160კგ ფარგლებშია, რაც 70- 100კგ-ით ნაკლებია III ჯგუფის მცენარეების საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილებაზე. |
V | მწვანილი,ბოლოკი |
გამოირჩევიან ყველაზე დაბალი მოთხოვნილებით, მათ 90-94 კგ-მდე NPK გამოაქვთ. |
შეფუთვა | ფასი |
---|---|
1 ლ | 25 ლ |