მთავარი | მინერალური სასუქი | მონბანდი MKP (0-52-34)

ფოსფორი 52% + კალიუმის ოქსიდი 34%
ღირებულება
გამოყენების რეკომენდაცია: მონბანდ MKP (0-52-34) წყალში სრულად ხსნადი სასუქია, რომელიც შეიცავს ფოსფორსა და კალიუმს. ამ ორი მნიშვნელოვანი ელემენტის ერთობლიობა მონბანდ MKP (0-52-34)-ს ხდის მეტად კონცენტრირებულ წყალში ხსნად სასუქს. იგი განკუთვნილია მცენარეთა გამოკვებისთვის სარწყავი წყლის გამოყენებით და ფესვთა სისტემის კვებისთვის სხვადასხვა ნიადაგებში (დახურული და ღია გრუნტი).
რეკომენდირებული დოზები, გამოყენების დრო/წესი და ეფექტურობა:
დაბალი დოზის გამო, პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ნიადაგისთვის. რეკომენდირებული დოზა და გამოყენების წესი ინდივიდუალურია. ის დამოკიდებულია მცენარის კვებით მდგომარეობაზე და გარემო პირობებზე. მისაღებია ნებისმიერი კულტურისთვის.
მოხმარების ზოგადი დოზები:
ფოთლოვანი შესხურება: 500-800, დამოკიდებულია კულტურაზე და მცენარის ზრდის ტემპზე.
წვეთოვანი ირიგაცია: 2-5 კგ/1000მ2, თითოეულ ჯერზე.
ფერტიგაცია: 5-9 კგ/1000მ2, თითოეულ ჯერზე.
შენიშვნა: ფოთლოვანი შესხურება უსაფრთხოა, როდესაც აგროქიმიკატს ვიყენებთ მცირე განაკვეთზე. უფრო მაღალ განაკვეთზე გამოყენებისას, ან უცხო შენარევის დამზადების დროს (მაგ. პესტიციდები), რეკომენდირებულია თავსებადობის ტესტის ჩატარება.
კულტურა | გამოყენების ჯერადობა |
პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, საზამთრო, ნესვი, გოგრა | გამოიყენეთ მცენარის ზრდის ყველა სტადიაზე. წვეთოვანი ირიგაცია, ან ფერტიგაცია, გაიმეორეთ 2-3-ჯერ, 20 დღის ინტერვალით. |
ყველა სახის ფოთლოვანი ბოსტნეული |
გამოიყენეთ დათესვიდან 15 დღის შემდეგ და ჩითილების გადატანიდან 20 დღის შემდეგ. წვეთოვანი ირიგაცია: 2-3 კგ/1000მ2, თითოეულ ჯერზე. ფერტიგაცია: 3-5 კგ/ 1000 მ2, თითოეულ ჯერზე, გავიმეოროთ 2-3-ჯერ 20 დღიანი ინტერვალით. ფოთლოვანი შესხურება: 20 გ- 50 გ/500 მ2, 2-3-ჯერ |
ვაზი | გამოიყენეთ მცენარის ზრდის ყველა სტადიაზე. წვეთოვანი ირიგაცია, ან ფერტიგაცია, გაიმეორეთ 2-3-ჯერ, 20 დღის ინტერვალით. |
ხეხილი |
გამოიყენეთ ნაყოფის ზრდის სტადიაზე. წვეთოვანი ირიგაცია: 5-9 კგ/1000მ2, თითოეულ ჯერზე. ფერტიგაცია: 9-10 კგ/1000მ2, თითოეულ ჯერზე. გამოიყენეთ 2-3-ჯერ 20 დღიანი ინტერვალით. |
კარტოფილი |
გამოიყენეთ ბოლქვის ზრდის დროს. წვეთოვანი ირიგაცია: 5-9კგ/1000მ2, თითოეულ ჯერზე. ფერტიგაცია: 9-10 კგ/1000მ2, თითოეულ ჯერზე, გაიმეორეთ 3-4-ჯერ 20 დღიანი ინტერვალით. |
შაქრის ჭარხალი |
გამოიყენეთ ფოთლის გამოღებისას.წვეთოვანი ირიგაცია, ან ფერტიგაცია, გაიმეორეთ 2-3-ჯერ 20 დღიანი ინტერვალით. |
თამბაქო | გამოიყენეთ ყვავილობამდე. წვეთოვანი ირიგაცია, ან ფერტიგაცია, გაიმეორეთ 2-3-ჯერ 20 დღიანი ინტერვალით. |
დეკორატიული ყვავილები |
გამოიყენეთ ყვავილობდე 20 დღიანი ინტერვალით. ფოთლოვანი შესხურება: 300-500 (აზოტის სასუქთან ერთად). |
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მინერალური სასუქების გამოყენება მთავარი საშუალებაა. მინერალური სასუქების გამოყენებისას მოსავალი 50%-იანი ნამატით მიიღება. ზოგიერთი მწვანე მასის მწარმოებელ მცენარეში (მაგალითად ჩაი) ნამატი 80%-ს აღევს.
თუ მინერალურ სასუქებს არ გამოიყენებთ, სურსათის წარმოება კატასტროფულად შემცირდება. სასუქებზე უარის თქმა თქვენს მეურნეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მინერალური სასუქების გამოყენების ტექნოლოგიების გაუმჯობესება.
გაითვალისწინეთ: სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ძირითად საკვებ ელემენტებზე განსხვავებული მოთხოვნილება აქვთ. აუცილებელია იცოდეთ, როგორი გამოტანა ახასიათებთ მათ ერთსა და იმავე მოსავლიანობის პირობებში, რათა სასუქის შეტანა სწორად მოხდეს. ამ პროცესში გასათვალისწინებელია მცენარის ბიოლოგიური თავისებურებები, კლიმატურ ნიადაგური პირობები და მოსავლის დონე, რათა საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განვახორციელოთ.
ჯგუფი | კულტურა | გამოტანის მაჩვენებელი |
I |
შაქრის ჭარხალი, საკვები ჭარხალი და კარტოფილის უცხოური ჯიშები. |
455-535კგ NPK გამოაქვთ 1 ჰა-დან |
II |
ხორბალი, ქერი, სიმინდი, კარტოფილის ადგილობრივი ჯიშები, კომბოსტო და სუფრის ჭარხალი. |
I ჯგუფზე თითქმის 70-100 კგ-ით ნაკლები 312-408კგ NPK |
III |
პომიდორი, კიტრი, ხახვი, ბადრიჯანი, სტაფილო. |
221-262კგ NPK, რაც II ჯგუფზე 90-140კგ-ით ნაკლებია. |
IV | საზამთრო, ნესვი და სალათი. |
საკვები ელემენტების გამოტანა 153-160კგ ფარგლებშია, რაც 70- 100კგ-ით ნაკლებია III ჯგუფის მცენარეების საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილებაზე. |
V | მწვანილი,ბოლოკი |
გამოირჩევიან ყველაზე დაბალი მოთხოვნილებით, მათ 90-94 კგ-მდე NPK გამოაქვთ. |