ჩელან სოლი პლიუსი 10-5-35

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

ჩელან სოლი (10-5-35)

აზოტი 10%+ ფოსფორი 5%+ კალიუმი 35%

ღირებულება

5.50

კულტურა

ვაზი, კურკოვანი კულტურები, თესლოვანი კულტურები, პომიდორი

ბრენდი

Nature sa, საბერძნეთი

ჩელან სოლი 10-5-35 წყალში ხსნადი კომპლექსური მინერალური სასუქია, რომელიც გამდიდრებულია მიკროელემენტების ხელატური ფორმით. ჩელან სოლი აუცილებელი რგოლია მცენარის სრულფასოვანი კვების სისტემაში. შემადგენელი ნაწილების ხელატური ფორმა საშუალებას იძლევა გამოყენებიდან (შესხურებიდან) დაუყოვნებლივ ჩაერთონ მცენარის კვების და ბიოქიმიურ პროცესებში.  

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში აკორექტირებს მცენარის მინერალურ კვებას;
  • მცენარის განვითარების ადრეულ სტადიაზე აჩქარებს ფესვთა სისტემის ჩამოყალიბებას;
  • ეხმარება მცენარეს საკვები ელემენტების ათვისებაში;
  • აქვს ბიომასტიმულირებელი მოქმედება;
  • ხსნის პესტიციდებისგან მიყენებულ სტრესს;
  • ამაღლებს მცენარის იმუნიტეტს;
  • აჩქარებს ნაყოფის დამწიფებას;
  • გააჩნია გვერდითი ფუნგიციდური აქტივობა;
  • ხელს უწყობს მცენარეს ნიადაგური ფენის რაციონალურ გამოყენებაში;
  • ამცირებს პროდუქტებში ნიტრატების დაგროვების დონეს;
  • ეკოლოგიურად უსაფრთხოა;
  • აზოტის/წყალობით კულტურები იძენენ მწვანე მასას, რაც აუცილებელია ფოტოსინთეზის პროცესების გასატარებლად და ნორმალური მეტაბოლიზმისთვის. თუ საკმარისი აზოტი არ არის, მცენარეები ნელა ვითარდება, სუსტდება და გარეგნულად განუვითარებლად გამოიყურება. შემცირებულია ვეგეტაციის პერიოდიც, რის შედეგადაც მოსავალი ზარალდება;
  • ფოსფორის განსაკუთრებით აუცილებელია ახალგაზრდა მცენარეებისთვის, რადგან ის მონაწილეობს უჯრედების დაყოფაში და ხელს უწყობს ფესვთა სისტემის განვითარებას. ნიადაგში საკმარისი რაოდენობის ფოსფორის პირობებში, კულტურებს უვითარდებათ წინააღმდეგობა არასასურველი ამინდის პირობების მიმართ;
  • კალიუმი/კალიუმის ნაკლებობა გავლენას ახდენს ფოტოსინთეზის პროცესის შენელებაზე, მცირდება კულტურების იმუნიტეტი და მცენარეები ხდებიან მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების „მარტივი მტაცებელი“. კალიუმი ხელს უწყობს მოყვანილი პროდუქტების (განსაკუთრებით კარტოფილის) გემრიელობის გაუმჯობესებას. მცენარეებს ამ საკვები ნივთიერების ყველაზე დიდი მოთხოვნილება აქტიური განვითარების ფაზაში აქვთ;
  • აზოტ-ფოსფორიან-კალიუმიანი სასუქი, კომპლექსურ გავლენას ახდენს კულტურებზე და ზრდის მათ მოსავლიანობას;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • ჩელან სოლი თავსებადია მრავალ სასუქთან (რომელიც გამოიყენება ფესვგარეშე/ფოთლოვანი გამოკვებისთვის) და პესტიციდთან ერთად კომბინაციაში;
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მინერალური სასუქების გამოყენება მთავარი საშუალებაა;
  • მინერალური სასუქების გამოყენებისას მოსავალი 50%-იანი ნამატით მიიღება;
  • სასუქებზე უარის თქმა თქვენს მეურნეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს;

 

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მინერალური სასუქების გამოყენება მთავარი საშუალებაა. მინერალური სასუქების გამოყენებისას მოსავალი 50%-იანი ნამატით მიიღება. ზოგიერთი მწვანე მასის მწარმოებელ მცენარეში (მაგალითად ჩაი) ნამატი 80%-ს აღევს.   

თუ მინერალურ სასუქებს არ გამოიყენებთ, სურსათის წარმოება კატასტროფულად შემცირდება. სასუქებზე უარის თქმა თქვენს მეურნეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს.  ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მინერალური სასუქების გამოყენების ტექნოლოგიების გაუმჯობესება.

გაითვალისწინეთ: სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ძირითად საკვებ ელემენტებზე განსხვავებული მოთხოვნილება აქვთ. აუცილებელია იცოდეთ, როგორი გამოტანა ახასიათებთ მათ ერთსა და იმავე მოსავლიანობის პირობებში, რათა სასუქის შეტანა სწორად მოხდეს. ამ პროცესში გასათვალისწინებელია მცენარის ბიოლოგიური თავისებურებები, კლიმატურ ნიადაგური პირობები და მოსავლის დონე, რათა საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განვახორციელოთ.

ჯგუფი კულტურა გამოტანის მაჩვენებელი
I

შაქრის ჭარხალი,საკვები ჭარხალი და 

კარტოფილის უცხოური ჯიშები

455-535კგ NPK გამოაქვთ 1 ჰა-დან
II

ხორბალი,ქერი, სიმინდი, კარტოფილის ადგილობრივი ჯიშები,

კომბოსტო,სუფრის ჭარხალი

ჯგუფზე თითქმის 70-100 კგ-ით ნაკლები 312-408კგ NPK

III

პომიდორი,კიტრი,ხახვი,ბადრიჯანი,

სტაფილო

221-262კგ NPK, რაც II ჯგუფზე 90-140კგ-ით ნაკლებია

IV საზამთრო,ნესვი,სალათი 153-160კგ ფარგლებშიარაც 70- 100კგ-ით ნაკლებია III ჯგუფის მცენარეების საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილებაზე.
V მწვანილი,ბოლოკი

გამოირჩევიან ყველაზე დაბალი მოთხოვნილებითმათ 90-94 კგ-მდე NPK გამოაქვთ.

მსგავსი პროდუქცია