მთავარი | ფუნგიციდები | ციპრო პლუსი
ციპროდინილი 750 გ/კგ
პრეპარატული ფორმა ღირებულება
ხელმისაწვდომია
ციპრო პლიუსი სისტემური მოქმედების ფუნგიციდია, რომელიც გამოიყენება კურკოვანი კულტურების (ატამი, გარგარი, ქლიავი, ბალი, ალუბალი) თესლოვანი კულტურების (ვაშლი, მსხალი), ვაზის, კარტოფილის, პომიდვრის (ღია გრუნტი) ფართო სპექტრის დაავადებებისგან დასაცავად, როგორიცაა: ნაცრისფერი სიდამპლე, ჭრაქი, ნაცარი, ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი, მონოლიოზი, ფოთლის სიხუჭუჭე, ქეცი და სხვა.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
ციპროდინალი მიეკუთვნება ამინოპირიმიდინების კლასს, რომელიც ბლოკავს სოკოს მიცელიუმის შეღწევას მცენარეულ ქსოვილში. იგი აფერხებს დაავადების გავრცელებას ფოთლებში და პათოგენების ზრდას მცენარის ქსოვილებში, ციპრო პლიუსი ხანგრძლივად იცავს სოკოვანი დაავადების ფართო სპექტრისაგან, როგორც დაავადების გაჩენამდე, ასევე დაავადების შემდეგაც.
მიუხედავად იმისა რომ მისი მაღალი მოქმედების მექანიზმის გამო რეზისტენტობის გამოვლენა გამორიცხულია, რეკომენდირებულია მთელი ვეგეტაციის განმავლობაში გამოვიყენოთ არაუმეტეს 3 - ჯერ.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
სისტემური, პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება;
ეფექტურობა არ არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე;
მოქმედების ფართო სპექტრი სხვადასხვა კულტურაზე;
ანტირეზისტენტობის უნარი;
უვნებელია ფუტკრებისთვის და სასრგებლო მწერებისთვის.
გამოყენების რეგლამენტი:
|
კულტურა |
ხარჯვის ნორმა |
მოქმედების სპექტრი |
გამოყენების ვადები |
ლოდინის პერიოდი დამუშავების ჯერადობა |
|
ვაზი |
0,5-0,7 კგ/ჰა |
ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ჭრაქი |
ვეგეტაციის პერიოდი |
28(3) |
|
ვაშლი, მსხალი |
0,2-0,3 კგ/ჰა |
ქეცი |
ვეგეტაციის პერიოდი |
28 (3) |
|
ატამი, გარგარი, ქლიავი, ბალი, ალუბალი |
0,2-0,3 კგ/ჰა |
მონოლიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლის სიხუჭუჭე |
ვეგეტაციის პერიოდი |
28(3) |
|
კარტოფილი, პამიდორი |
1,2-2,0 კგ/ჰა |
ფიტოპტოროზი, მიკროსპორიოზი, ალტერნარიოზი |
ვეგეტაციის პერიოდი |
20 (3) |
| შეფუთვა | ფასი |
|---|---|
| 0.2 კგ | 185 ლ |
Facebook
Google

