მოქსიმატი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მოქსიმატი

ციმოქსანილი 4% + მანკოცები 46.5%

პრეპარატული ფორმა

სველებადი ფხვნილი

ღირებულება

13.00

აირჩიე: 1 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
დაავადება / მავნებელი

ჭრაქი

ბრენდი

Indofil Industries Limited, ინდოეთი

მოქსიმატი ეფექტური ფუნგიციდია, რომელიც სოკოს გასანადგურებლად, ან მისი ზრდის პრევენციისთვის გამოიყენება. მოქსიმატი წარმოებულია ქიმიური კომპონენტებითა და ბიოლოგიური ორგანიზმებით. კონტაქტურ - სისტემური მოქმედების ფუნგიციდი გამოიყენება ვაზის, კარტოფილის, პომიდვრის, კიტრის, ხახვისა და საზამთროს კულტურებში სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.

 

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

მანკოცების მოქმედების მექანიზმი არის კონტაქტური, ხოლო ციმოქსანილის კონტაქტურ - სისტემური. მანკოცები უზრუნველყოფს სოკოს ფერმენტებში სულფაჰიდრალის (SH) შეჩერებას და სოკოს ფერმენტების ფუნქციონირების დარღვევას. ციმოქსანილი კი უზრუნველყოფს სოკოს სპორების გამრავლების შეფერხებას. თრგუნავს სოკოების სპორულაციას მათ უჯრედებში რნმ-ის ბიოსინთეზის ინჰიბირებით. ციმოქსანილი, სისტემური მოქმედების აქტიური ნივთიერებაა, ასევე მოძრაობს ფოთლის ზედა მხრიდან ქვედა მხარეს (ტრანსლამინარული შეღწევა) და გადანაწილდება ფოთოლში (ადგილობრივი სისტემური მოძრაობა). ეს უზრუნველყოფს ნალექის გამორეცხვისადმი წინააღმდეგობას და ფოთლების არასრული დაფარვის კომპენსირების უნარს სამუშაო ხსნარით, რაც მნიშვნელოვანია ნათესების ეფექტური დაცვისთვის ნაცრისგან, გვიანი სიწითლის, პერონოსპოროზისგან. ციმოქსანილი არის კონტაქტური ფუნგიციდი, დამცავი და სამკურნალო მოქმედებით, მოქმედების მექანიზმით იგი შუალედურ პოზიციას იკავებს სისტემურ და არასისტემური ფუნგიციდებს შორის.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • იგი გამოიყენება სოფლის მეურნეობაში სხვა ფუნგიციდებთან ნარევებში;
  • სამეურნეო ნაკვეთების, ბოსტნეულისა და ხილის კულტურების დაავადებების წინააღმდეგ;
  • დაავადებების საუკეთესოდ მართვისთვის სასურველია დაავადებების სიმპტომების გამოვლენისთანავე მისი გამოყენება;
  • შეიცავს მცენარისთვის ხელმისაწვდომ მანგანუმს და თუთიას;
  • ამ პრეპარატს აქვს შესანიშნავი პრევენციული, თერაპიული და ანტისპორულაციური ეფექტი;
  • გარდა ამისა, ციმოქსანილი ავლენს მაღალ სამკურნალო თვისებებს და მოქმედებს როგორც სპორულაციის ინჰიბიტორი;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • დამცავი მოქმედების ხანგრძლივობა მხოლოდ 4-6 დღეა, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდირებულია დამცავი, კონტაქტური და სისტემური მოქმედების სხვა ფუნგიციდებთან კომბინაციაში;
  • თავსებადია ხშირად გამოყენებულ პესტიციდებთან. არ არის თავსებადი გოგირდოვან და შაბიამან ან ტუტე ხსნარებთან;
  • პრეპარატის პრევენციული გამოყენება სეზონის დასაწყისში ეხმარება დაავადებების პრევენციას შუა სეზონურ პერიოდში;
  • დამუშავებებს შორის ინტერვალები ნორმალურ პირობებში უნდა იყოს 10-14 დღე, თუმცა რიგ შემთხვევებში დამუშავებებს შორის ინტერვალი უნდა შემცირდეს 7-10 დღემდე;

 

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი ჭრაქი 2.5-3 20(4)
კარტოფილი

ფიტოფტორა 

ალტერნარიოზი

2.5-3 20(3)
პომიდორი (ღია და დახურული გრუნტი)

ფიტოფტორა

ალტერნარიოზი

2.5-3

10(4) 

3(4)

კიტრი (ღია და დახურული გრუნტი) პერენოსპოროზი 2.5-3

20(3)

8(3)

ხახვი პერენოსპოროზი 2.5-3 20(3)
საზამთრო

საზამთროს ჭრაქი

წერნაგი

2.5-3 -(3-4)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
1 კგ 13 ლ

მსგავსი პროდუქცია