შაბიამანი ტან გოსტაში

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მთავარი | ფუნგიციდები | შაბიამანი ტან გოსტაში

შაბიამანი ტან გოსტაში

სპილენძის სულფატი

პრეპარატული ფორმა

სველებადი ფხვნილი

ღირებულება

13.00

აირჩიე: 25 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
ბრენდი

Tan Tarim, თურქეთი

ტან გოსტაში არის სპილენძის ბაზაზე დამზადებული ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება ვაზის, ხეხილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად უმეტესი სოკოვანი დაავადებებისგან.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

წყალხსნარი ხასიათდება მჟავე რეაქციით. ფიტოტოკსიკურობის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია მისი განეიტრალება ჩაუმქრალი კირის რძით (რომელსაც აქვს ტუტე რეაქცია) ერთ-ერთთან თანაფარდობით (თანაფარდობა დამოკიდებულლია კირის ხარისხზე).

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • ცისფერი წამლობის დოზა: 4 კგ 100 ლ წყალში;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას სასწრაფოდ ამოიბანეთ თვალები გამდინარე წყლით, ან მარილიანი ხსნარით 15 წუთის განმავლობაში;
  • კანზე მოხვედრისას გულმოდგინედ დაიბანეთ საპნით და წყლის დიდი რაოდენობით;

კულტურა

მავნებელი

ხარჯვის ნორმა (100ლ წყალზე განზავება)

მოცდენის პერიოდი

მსხალი

მსხლის ქეცი

2კგ+2კგ კირი  1კგ+1კგ კირი









21 დღე


მსხლის ჟანგი

1კგ+1კგ კირი

ვაშლი

ვაშლის ქეცი

2კგ+2კგ კირი  1კგ+1კგ კირი

გარგარი

ბაქტერიული კიბო

3გ+3კგ კირი

 1კგ+1კგ კირი

გარგარის ჟანგი

2კგ+2კგ კირი  1კგ+1კგ კირი

ქლიავი

ქლიავის ფოთლის სიხუხუჭე

2კგ+2კგ კირი  

ალუბალი

ალუბლის ფოთლის ლაქიანობა

1კგ+1კგ კირი 0.6კგ+0.6კგ

ატამი

ატმის ფოთლის სიხუჭუჭე

2კგ+2კგ კირი  

ატმის ჟანგი

3გ+3კგ კირი

 

იაპონური ზღმარტლი

ქეცი

1.5კგ+1.5კგ კირი

ნუში

ნუშის ქეცი

3გ+3კგ კირი

 1კგ+1კგ კირი

თხილი

თხილის სიდამპლე

1კგ+1კგ კირი (0.3% შავი საღებავი უნდა დაემატოს როგორც მიმწებებელი)

კომბოსტო

ჭრაქი

1კგ+1კგ კირი

ციტრუსი

ნაყოფების ლპობა

2000გრ ტან გოშტაში + 2000გრ კირი 1კგ+1კგ კირი

ფოთლის ლაქიანობა

1კგ+1კგ კირი 1.5კგ+1.5კგ კირი

ზეთისხილი

ლაქიანობა

1კგ+1კგ კირი 1.5კგ+1.5კგ კირი

ზეთისხილის სიდამპლე

1კგ+1კგ კირი (საგაზაფხულო წამლობა)

ვაზი

ჭრაქი (მილდიუ)

0.5კგ+0.5კგ კირი

1კგ+1კგ კირი 1.5კგ+1.5კგ კირი

ლაქიანობა

4კგ+4კგ კირი (ზამთრის წამლობა)

მიწის თხილი

ფოთლის ლაქიანობა

1კგ+1კგ კირი

ხეხილის ბუჩქები

ლაქიანობა

2კგ+100ლ წყალი გამოიყენება ხეების ქვედა ნაწილზე, 10ლ წყალი მ2-ზე

ფესვის კიბო

5კგ ზაფხულში გამოიყენება  ფესვის არეზე

თამბაქო

სიდამპლეები

0.6კგ+0.6კგ კირი

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

 უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
25 კგ 13 ლ

მსგავსი პროდუქცია