ტენჩანტ პლიუსი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მთავარი | ინსექტიციდები | ტენჩანტ პლიუსი

ტენჩანტ პლიუსი

ქლორპირიფოსი 400 გ/ლ + ბიფეტრინი 20 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

35.00

აირჩიე: 1 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი, თესლოვანი კულტურები

დაავადება / მავნებელი

ბუგრები,ნაყოფჭამიები, ფარიანები,ცრუფარიანები, ტკიპები

ბრენდი

Parijat Industries ინდოეთი

ტენჩანტ პლიუსი ფართო სპექტრის ინსექტოაკარიციდია, რომელიც აკონტროლებს მწერების და ტკიპების ფართო სპექტრს ისეთ კულტურებში, როგორიცაა: ხორბალი, ქერი, ვაშლი, ატამი, გარგარი, ქლიავი, ბოსტნეული, ყურძენი და კარტოფილი. ტენჩანტ პლიუსი არის ფართო სპექტრის არასისტემური ინსექტიციდი ქლორპირიფოსის, ორგანოფოსფატის და ბიფენტრინის ორმაგი სინერგიული მოქმედებით. იგი აჩერებს ქოლინტერაზას ინჰიბიტორების მოქმედებას და გავლენას ახდენს მწერის ნერვულ სისტემაზე.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

ინსექტიციდი შექმნილია დიდი რაოდენობით მღრღნელებისა და მწუწნი მავნებლებისგან მინდვრის კულტურების დასაცავად. ქლორპირიფოსის აქტიური კომპონენტი არის ფოსფორორგანული ნაერთი, რომელიც ხასიათდება კონტაქტური მოქმედებით და წარმოადგენს მავნე მწერებში ქოლინესტერაზას სინთეზის ინჰიბიტორს. მოქმედებს მავნებლების ნერვულ სისტემაზე, იწვევს დამბლას და შემდგომ სიკვდილს. პირეტროიდული ინსექტოაკარიციდი ბიფენტრინი უზრუნველყოფს სრულ კონტროლს მავნებლებთან უშუალო კონტაქტისას. შესხურების პროცედურის შემდეგ მავნებელთა მოქმედება პარალიზებულია.  

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • აკონტროლებს მავნებლების ფართო სპექტრს (მათ შორის ფარულ მავნებლებს);
  • აქვს ორმაგი პრეპარატული ფორმა;
  • მაღალი საწყისი ეფექტურობა და ხანგრძლივი დაცვა;
  • მოქმედების ფართო სპექტრი და გამოყენების ფართო სპექტრი;
  • არ არის ფიტოტოქსიკური კულტურისათვის;
  • ხასიათდება მოქმედების მრავალმხრივი მექანიზმით (კონტაქტური, ნაწლავური);
  • მოქმედების ფართო სპექტრი, ძლიერი ინსექტიციდური და აკარიციდული მოქმედება;
  • შეუცვლელი პრეპარატია სხვადასხვა კულტურის ანტირეზისტენტული დაცვის კომპლექსებში;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • თავსებადია ბევრ პესტიციდთან, გარდა სპილენძის შემცველი პრეპარატებისა;
  • შეინახეთ პრეპარატი მხოლოდ გაუხსნელ (ორიგინალ შეფუთვაში) -5°С-დან +35°С-მდე ტემპერატურაზე, პესტიციდების შესანახად განკუთვნილ, მშრალ, გრილ, კარგად ვენტილირებად ადგილას;
  • თავსებადია ბევრ პესტიციდთან, გარდა ძლიერი ტუტე რეაქციის პრეპარატებისა (გამოყენებამდე ნარევი უნდა შემოწმდეს თავსებადობაზე);
  • არ გამოიყენოთ ყინვების პერიოდში;
  • პრეპარატის ეფექტური მოქმედების ქვედა ტემპერატურული ბარიერი უნდა იყოს  +8 °C, ხოლო ზედა მოქმედების ტემპერატურული ბარიერი +25 °C;
  • საჭიროა 2 – 3-ჯერ შეწამვლა, 7 – 14  დღიანი ინტერვალით(დამოკიდებულია მავნებელთა გავრცელების სიხშირეზე);
  • პრეპარატი გამოიყენება ვეგეტაციის პერიოდში, შესხურების გზით;

კულტურა მავნებელი ხარჯვის
ნორმა ლ/პა
ხორბალი ჭიაწურბელა
(Lema melanopus L), პურის ბზუალა (Zabrus tenebriodes elongates Men.)
800-1000
ქერი მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps Put.), პურის ხოჭო (Anisoplia austriaca majorRett.) 1000
ვაშლი, ატამი ნაყოფჭამიები, ვაშლის ნაყოფჭამია (Carpocapsa pomonella L), ბუგრები, ვაშლის ბუგრი (Aphis pomi Deg.),ტკიპები, ხეხილის ბრტყელტანა ტკიპა (Cenopalpus pulcherCan. Et Fanz.), ხეხილის წითელი ტკიპა (Panonycus
ulmi Koch.), კუნელის ტკიპა (Tetranycus vienensis Zacher.), ქლიავის აბლაბუდიანი ტკიპა (Schizotetranychus pruni Oud.), ხეხილის მურა ტკიპა (Bryobia redicorzevi Reck.), ფოთოლხვევიები, მრავალჭამიაფოთლიხვევია (Tortrix politiana Hw.), ჩრჩილები, ვაშლის ჩრჩილი (Hyponomentra malinellus Zell.), ვაშლის მენაღმე ჩრჩილი (Lyonetia clerckella L.), ატმის დიდი ბუგრი (Pterochlorides persicae Holodk)
100-200
გარგარი, ქლიავი ნაყოფჭამიები, ბუგრები, ტკიპები, ფოთლიხვევიები, ჩრჩილები 700
ვაზი ფარიანები, ცრუფარიანები, ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა (Planococus citri Risso.), ვაზის ბალიშა ცრუფარიანა (Pulvinaria Vitis L), იმერული ბალიშა ცრუფარიანა (Neopulvinaria imerertina Hud.),
ფოთლიხვევიები, ვაზის ფოთოლხვევია (Sparganothis pillerianaSchiff.), ყურძნის ჭია (Lobesia botrana Sch.)
600-800
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო (Leptinotarsa decemlineata Say.), მავთულა ჭია, მახრა (Gryllotalpa gryllotalp) 400-500
ბოსტნეული, კიტრი,
პომიდორი, გოგრა,
ბადრიჯანი (სასათბურე)
კოლოფის ჭია (Heliothis obsoleta), ტკიპები, ტერმიტის და მწერების ბაღლინჯო (Helopeltis) 400-500

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

 

 

 

 

 

 

შეფუთვა ფასი
1 ლ 35 ლ

მსგავსი პროდუქცია