მთავარი | ფუნგიციდები | სტაგერი მ-45
მანკოცები 800 გ/კგ
პრეპარატული ფორმა ღირებულებასოკოს გასანადგურებლად, ან მისი ზრდის პრევენციისათვის შექმნილი ფუნგიციდი, სტაგერი, წარმოებულია ქიმიური კომპონენტებითა და ბიოლოგიური ორგანიზმებით. კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი ვაშლის, ლობიოს, ჩინური მწარე კვახის, ყვავილოვანი კომბოსტოს, წიწაკის, ვაზის, მიწისთხილის, სორგოს, ოსპის, სიმინდის, მუსკუსური ნესვის, ხახვის, ბრინჯი პედის, კარტოფილის, სოიოს მარცვლის, შაქრის ჭარხლის, მზესუმზირის, პომიდვრის, კაკლის, საზამთროსა და თხილის კულტურების ჭრაქოვანი დაავადებებისგან დასაცავად გამოიყენება.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
მანკოცები არის დამცავი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს სოკოს უჯრედების სულფიდრილის ჯგუფის ამინომჟავებისა და ფერმენტების შეჩერებით, რაც შედეგად გვაძლევს ATP - ის წარმოებას და ლიპიდების მეტაბოლიზმის დარღვევას. დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვის, უმჯობესია მისი პრევენციული გამოყენება (პრეპარატის უნდა გამოიყენოთ დაავადების გამოვლენამდე, ან დაავადებების საწყის ეტაპზე).
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
- მაღალეფექტურია და სტაბილური მოქმედების უნარი გააჩნია;
- იდეალურად მუშაობს კომბინირებულ ნაზავებში, სისტემურ ფუნგიციდებთან;
- აჩქარებს მცენარის ზრდას, რადგან შეიცავს მიკროელემენტებს;
- ხასიათდება სწრაფი მოქმედებით შესხურებისთანავე;
- პესტიციდის გამოყენება იძლევა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ის არ იჭრება ტუბერში, ნაყოფში და მტევანში;
- პრეპარატს აქვს დაბალი ხარჯვის ნორმა;
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
- თავსებადია მცენარეთა დაცვის საშუალებების უმეტესობასთან;
- არ შეიძლება პრეპარატის შერევა ტუტე ფუნგიციდებთან;
- სამუშაო ხსნარის გამოყენება რეკომენდებულია შესაბამისი აღჭურვილობით: რესპირატორი, რეზინის ხელთათმანი, სპეცტანსაცმელი;
- კანზე, ან თვალში მოხვედრისას, კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ, შესაწამლი აპარატურა გარეცხეთ წყალში, რომელსაც შეხება არ აქვს ავზებთან და მდინარეებთან, რათა თავიდან ავირიდოთ გარემოს დაბინძურება;
- მცენარის შეწამვლა უნდა მოხდეს დილით, ან საღამოს, უნალექო ამინდში;
კულტურა |
დაავადება |
ხარჯის ნორმა ლ/ჰა |
ლოდინის პერიოდი (გამოყ.ჯერადობა) |
ვაზი |
ჭრაქი |
2-3 |
30(6) |
ვაშლი, მსხალი |
ქეცი |
2.5 |
30(5) |
ციტრუსი |
ანთრაქნოზი |
1.6-3 |
15(4) |
ნესვი, საზამთრო |
ჭრაქი,ანთრაქნოზი,ნაცრისფერი ობი |
1.5-2.5 |
1(4) |
კიტრი |
პერენოსპოროზი |
2-2.5 |
14(3) |
კარტოფილი |
ფიტოფთორა |
1.2-1.6 |
20(5) |
კარტოფილი(სათესლე) |
ტუბერების დამუშავება (რიზოქტონიოზი) |
2-2.5 |
20(3) |
პომიდორი |
ფიტოფტორა,მაკროსპოროზი |
2-2.5 |
20(5) |
ხახვი, ნიორი |
ჭრაქი, ბოტრიტისი, ყელის სიდამპლე, ჟანგა სოკო |
2.2-3.5 |
10(3) |
თხილი |
ფოთლის ლაქიანობა, სიდამპლე |
1.7-2.2 |
30(6) |
კაკალი |
კაკლის სიწითლე, ჭრაქი, ლაქიანობა |
3-4 |
30(6) |
ნუში |
ყავისფერი სიდამპლე, ანთრაქნოზი, ალტერნარიოზი, ფოთლის სიწითლე ანუ პოლისტიგმოზი |
3-6 |
30(6) |
ლობიო |
ანთრაქნოზი, ჟანგა |
1.7-2.2 |
14(3) |
ყვავილოვანი კომბოსტო |
ანთრაქნოზი, ალტერნარიოზი, ჭრაქი |
1.7-2.2 |
14(3) |
სოიო |
სიდამპლე-ფესვის, ნარისფერი სიდამპლე |
1.0-2.2 |
14(3) |
ატამი, გარგარი |
მონილიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე |
1.6-3 |
20(4) |
გამოყენების ინსტრუქცია;
- პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
- თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
- პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
- პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
- პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
- თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;
უსაფრთხოება;
- პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
- ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
- პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.
არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!
- ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
- არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;
დაუშვებელია:
- ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
- რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
- ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
- შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
- ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
- პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
- პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
- ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;
სამუშაოს დასრულების შემდგომ:
- რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
- დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;
როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში
- თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
- კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
- პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
- როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
- პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა | ფასი |
---|---|
1 კგ | 27 ლ |