აკბატი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

აკბატი

მანკოცები 600 გ/კგ + დიმეთომორფი 90 გ/კგ

პრეპარატული ფორმა

სველებადი ფხვნილი

ღირებულება

28.00

აირჩიე: 0.5 კგ 1 კგ 0.5 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი, პომიდორი, კარტოფილი, კიტრი, საზამთრო

დაავადება / მავნებელი

ჭრაქი, ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი

ბრენდი

Limin Chemical Co., Ltd., ჩინეთი

უმაღლესი კლასის სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი, აკბატი, ვაზის, ციტრუსების, კარტოფილის, პომიდვრის, კიტრის, ხახვის და ბაღჩეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატს ახასიათებს განსაკუთრებული ფუნგიციდური თვისებები. მას აქვს მკვეთრად გამოხატული როგორც სისტემური, ისე კონტაქტური დაცვითი მოქმედება. პრეპარატი ძალზე სწრაფად იჭრება მცენარეებში და თანაბრად ნაწილდება მათში, მათ შორის ახალგაზრდა ყლორტებში და წანაზარდებში, სადაც ვერ მოხვდა პრეპარატი შესხურების მომენტში. პრეპარატი გამოირჩევა განსაკუთრებული სელექტიურობით ომოციტების კლასის სოკოების წინააღმდეგ, საიმედოა რთულ კლიმატურ პირობებშიც. შესხურებიდან 2 საათის შემდეგ მოსული ნალექი მის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს (პრეპარატი არ ჩამოირეცხება). მისი კომბინირება დასაშვებია  სხვა ფუნგიციდებთან და ინსექტო-აკარიციდებთან.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • მას აქვს შესანიშნავი პრევენციული ეფექტი;
  • ხელს უშლის სოკოს განვითარებას როგორც მცენარის ზედაპირზე, ასევე მის ქსოვილებში;
  • უნგიციდის სისტემური კომპონენტი კლავს სოკოს მიცელიუმს, რომელმაც მცენარეში შეაღწია დაინფიცირებიდან 2-3 დღის განმავლობაში (ეს იძლევა წარმატების გარანტიას იმ შემთხვევაში, როდესაც მცენარე დაავადების საწყის ეტაპზეა, მაგრამ ჯერ არ გამოვლენილა გარეგანი ნიშნები);
  • აქტიური ნივთიერება დიმეტომორფი მცენარე მთლიანად შეიწოვება დამუშავებიდან 2 საათის განმავლობაში;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • ხსნარი არ უნდა მომზადდეს საკვებად გამოსაყენებელ ჭურჭელში;
  • შესხურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი აღჭურვილობით: სპეცტანსაცმელი, რესპირატორი, სათვალე და ხელთათმანი;
  • თუ პრეპარატი მოგხვდებათ თვალზე, ან კანზე, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით;
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, წამლებისა და საკვებისგან მოშორებით +35ºС ტემპერატურაზე;
  • პროცედურებს შორის ინტერვალი უნდა იყოს, ამინდის პირობებიდან გამომდინარე, 7-14 დღე;
  • კარგად განვითარებული ფოთლის ზედაპირზე შესხურება უნდა განხორციელდეს დიდი რაოდენობით წყლის გამოყენებით, ფოთლების სრული დაფარვისათვის;

 

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა კგ/ჰა ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი ჭრაქი 2 40 (3)
კარტოფილი

ფიტოფტორა,მაკროსპორიოზი,

ალტერნარიოზი

2-2.5 20 (3)
კიტრი (სათესლე ნაკვეთები) პერენოსპოროზი 2 - (5)
პომიდორი (ღია და დახურული გრუნტი) ფიტოფტორა, ალტერნარიოზი 2 40 (3)
კიტრი (ღია გრუნტი) პერენოსპოროზი 2 15 (3)
ხახვი პერენოსპოროზი 2 15 (3)
თამბაქო პერენოსპოროზი 2-2.5 20 (3)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

 

შეფუთვა ფასი
0.5 კგ 30 ლ
1 კგ 28 ლ
0.5 კგ 38 ლ

მსგავსი პროდუქცია