აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

ტებუჯი

ტებუკონაზოლი 60 გ/ლ

ღირებულება

25.10

კულტურა

თავთავიანი კულტურები

ბრენდი

Koruma Klor Alkali Sanay ve Ticaret A.S, თურქეთი

ტებუკონაზოლი არის ეფექტური სისტემური ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება მარცვლეულის თესლის სამკურნალოდ და თესლში გადატანილი ფიტოპათოგენების გასაკონტროლებლად. სისტემური მოქმედების ფართო სპექტრი პრეპარატის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. იგი ასევე გამოიყენება რაფსისა და მარცვლოვანი მცენარეების სამკურნალოდ, როგორც კომბინირებული პრეპარატების შემადგენელი კომპონენტი.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

ტებუკონაზოლი არის ფართო სპექტრის სისტემური ფუნგიციდი. მას აქვს დამცავი, სამკურნალო თვისებები, სწრაფად აღწევს და თანაბრად ნაწილდება  მცენარეში. პრეპარატს გააჩნია სწრაფი საწყისი აქტიურობა. დამუშავებისთანავე პესტიციდი აღწევს მცენარეში აღმოცენებისას და გადანაწილდება მისი ზრდის შესაბამისად. ტებუკონაზოლი იცავს მცენარეებს დაავადებებისგან შესხურებიდან სამი კვირის განმავლობაში. მას აქვს ზრდის მარეგულირებელი ეფექტი, რაც შეიძლება შემაფერხებელად მოქმედებდეს არახელსაყრელ ამინდობრივ პირობებში: ტენიანობის ნაკლებობა/სიჭარბე, თესლის ძალიან ღრმად დათესვა, მაღალი ჰერბიციდული დატვირთვა და ა.შ.

 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • განსაკუთრებული დაცვა გუდაფშუტას წინააღმდეგ;
  • ხელს არ უშლის თესლის გაღივებას;
  • არ აზიანებს თესლს;
  • ტებუჯით დამუშავებული სათესლე მასალა გამოიყენება თესლბრუნვაში;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • პრეპარატი გამოიყენეთ ხორბლის, ქერის და შვრიის სათესლე მასალების დასამუშავებლად;
  • გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ტარის ეტიკეტზე მოცემულ ინსტრუქციას;
  • პესტიციდი შეინახეთ სპეციალურად განკუთვნილ ადგილას;
  • გამოყენებისას დაიცავით უსაფრთხოების ნორმები;

კულტურა დაავადების დასახელება გამოსაყენებელი დოზა
ხორბალი ხორბლის მაგარი გუდაფშუტა (Tilettia spp.) ხორბლის მტვრიანა გუდაფშუტა (Ustilago triciti) 40-50 გ/100კგ მარცვალი
ქერი ქერის მაგარი გუდაფშუტა (UStilago hordei), ქერის მტვრიანა გუდაფშუტა (Ustilago nuda hordei), ხორბლის ხაზურა ჟანგა (Pyrenophora graminea) 40-50 გ/100კგ მარცვალი

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
5 კგ 25 ლ
20 კგ 25.1 ლ

მსგავსი პროდუქცია