ბორდოტანი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

ბორდოტანი

სპილენძის სულფატი + კალციუმის ჰიდროქსიდი

პრეპარატული ფორმა

სველებადი ფხვნილი

ღირებულება

12.00

აირჩიე: 10 კგ 0.8 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი, კურკოვანი კულტურები, ციტრუსი, თესლოვანი კულტურები, თხილი, პომიდორი, კიტრი

დაავადება / მავნებელი

ჭრაქი

ბრენდი

Tan Tarim, თურქეთი

ბორდონტი მაღალეფექტური ფუნგიციდია ატმის ფოთლის სიხუჭუჭის, კასტეროსპორიოზის, ვაშლის ქეცის და სიდამპლეების, ვაზის ჭრაქისა და კულტურათა ანთრაქნოზის, ციტრუსის სიდამპლეების,  ნეკროზის და სასოფლო-სამეურნეო კულტურებში გავრცელებული სხვა დაავადებების წინააღმდეგ.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

ბორდოტანი უნივერსალური ფუნგიციდია. პრეპარატს აქვს მასტიმულირებელი მოქმედება მცენარეებზე. პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია მისი გამოყენების პერიოდზე (მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაავადების გამოჩენამდე). ამ შემთხვევაში მას თითქმის არ აქვს უარყოფითი გავლენა დაცულ კულტურებზე. როდესაც მცენარეებს ამუშავებენ ბორდოს სითხით, ძირითადი სპილენძის სულფატი ჟელატინისებრი ნალექის სახით ილექება, რომელიც კარგად ეკვრის ფოთოლს და ფარავს მცენარეს (ასევე მის ნაყოფს) დამცავი ფენით. ფუნგიციდებს შორის ბორდოს სითხე მდგრადობით (შენარჩუნებით)  ფოთოლზე პირველ ადგილზეა. სპილენძის შემცველი ბიოლოგიური თვისებები განისაზღვრება, სპილენძის იონების აქტიური რეაგირებით ლიპოპროტეინებთან  და ცოცხალი უჯრედების ფერმენტულ კომპლექსებთან. სპილენძის იონები, რომლებიც შედიან პათოგენურ უჯრედებში საკმარისად მაღალი კონცენტრაციით, ურთიერთქმედებენ სხვადასხვა ფერმენტებთან, რომლებიც შეიცავს კარბოქსილის, იმიდაზოლის და თიოლის ჯგუფებს, რაც თრგუნავს მცენარის აქტივობას. მათი შერჩევითობა სასარგებლო ორგანიზმებთან მიმართებაში დამოკიდებულია სპილენძის იონების რაოდენობაზე, რომელიც შედის უჯრედებში და გროვდება მათში.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • უნივერსალური მოქმედება  სოკოვან და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
  • მარეგულირებელი ეფექტი აქვს ფოტოსინთეზზე, სუნქვაზე, ნახშირწყლებისა და ცილების ციკლზე;
  • ფუნგიციდი ეფექტურობას ინარჩუნებს მაღალი ტემპერატურისა და გვალვის დროს;
  • საუკეთესო დამკავებლობა მცენარის ზედაპირზე მაღალი ფუნქციების აქტივობის შენარჩუნებით;

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • ბორდოს სითხე არ უნდა იყოს შერეული ფოსფორორგანულ ინსექტიციდებთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც იშლება ტუტე გარემოში;
  • ბორდოტანი არ შეურიოთ ტუტოვან პესტიციდებს;
  • პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით ტარაზე მოცემულ ინსტრუქციას და დაიცავით ხარჯვის ნორმები;
  • ფუნგიციდი შეინახეთ სპეციალურად განკუთვნილ, მშრალ და გრილ ადგილას;
  • შეწამვლისას გამოიყენეთ სპეციალური აღჭურვილობა (სპეცტანსაცმელი, რესპირატორი, სათვალე და ხელთათმანები);

კულტურა დაავადება გამოყენების პერიოდი ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) ლოდინის პერიოდი/დღე
ვაზი ჭრაქი (მილდიუ)(Plasmopara viticola), წითელა (PSeudopeziza tracheiphila Meller.),ანთრაქნოზი(Gloeosporium ampelophagum Sacc.) შავი სიდამპლე (Guignardia bidwellii Vialet Rav.), ლაქიანობა (Phomopsis viticola (Phoma) პრეპარატის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს კლიმატური პირობები: ნალექი, ტემპერატურა, კულტურის ფენოლოგიური ფაზა 7-10 კგ/ჰა 25
ატამი ატმის ფოთლის სიხუჭუჭე (Taphrina deformans Fuck.) კლასტეროსპორიოზი (Coryneum beyerinckii), ბაქტერიული კიბო (Pseudomonas syringae van Hall.) შესხურება ტარდება გვიან შემოდგომით ფოთლების გაცვენის შემდეგ, ან ადრე გაზაფხულზე, კვირტების დაბერვის ფაზამდე. 20-25კგ/ჰა 20
ვაშლი ყავისფერი სიდამპლე (Gleosporium fructigenum), ქეცი (Venturia inaequalis Wint.) ,მონილიოზი (Monilinia laxa f.sp. Mali), ვაშლის ქეცი(Venturia inaequalis Wint.) შესხურება ტარდება აქტიური ვეგეტაციის ფაზებში. 7-10კგ/ჰა 20
მსხალი შესხურება ტარდება მწვანე კონუსის ფაზაში.  20-25 კგ/ჰა
ბალი,ალუბალი ალუბლის ქაჯის ცოცხი (Excoascus cerasi), კურკოვანთა ნაცრისფერი სიდამპლე (Stromatinea cinerea) შესხურება ტარდება აქტიური ვეგეტაციის ფაზაში.  7-10 კგ/ჰა 15
მარწყვი მარწყვის ფოთლის (Mukospaerella fragariae), ფესვის სიდამპლე (Phytoptora cactorum) შესხურება ტარდება მწვანე კონუსის ფაზაში. 7-10 კგ/ჰა -
ციტრუსი მეჭეჭიანობა (Elsinoe australis, Elsinoe fawcettii), მალსეკო (Phoma tracheiphilla), ბაქტერიული ნეკროზი (PSeudomonas citriputeale (Smith C.O.)Stapp), ანთრაქოზი (Colletotrichum glocosponoides Penz.), ნაყოფების ლპობა (Phytophthora citrophthora Leonian), მელანოზი (Phomopsis citri) შესხურება ტარდება გვიან შემოდგომით ფოთლების გაცვენის შემდეგ, ან ადრე გაზაფხულზე, კვირტების დაბერვის ფაზამდე.  8-10კგ/ჰა 15
პომიდორი ფიტოფტოროზი, ნაყოფის სიდამპლე (Phytopthora infestans), ალტერნარიოზი, შავი სიდამპლე (Alternaria solani), ფესვის მურა ლაქიანობა (Cladosporium fulfum) შესხურება ტარდება ყვავილობამდე.  6-8 კგ/ჰა 8

კიტრი,ნესვი,საზამთრო,

გოგრა

პერენოსპოროზი (ჭრაქი)(PSeudoperonospora cubensis), ანთრაქნოზი (Colletotrichum lagenarium), ასკოქიტოზი (Ascochyta cucumis), ბაქტერიოზი (PSeudomonas lacrimans) შესხურება ტარდება აქტიური ვეგეტაციის ფაზებში, პრეპარატის გამოყენებისას. 3,5 კგ/ჰა 5
კარტოფილი კარტოფილის ფიტოფტორა (Phytoptora infenstans), ალტერნარიოზი (Alternaria solani) 7-10 კგ/ჰა -

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
10 კგ 12 ლ
0.8 კგ 15 ლ

მსგავსი პროდუქცია