სპარტაკუსი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

სპარტაკუსი

აზოქსისტრობინი 500 გ/კგ

პრეპარატული ფორმა

სველებადი ფხვნილი

ღირებულება

90.00

აირჩიე: 1 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

კურკოვანი კულტურები, ციტრუსი, თესლოვანი კულტურები, თხილი, ნუში

დაავადება / მავნებელი

ჭრაქი, ნაცარი, ქეცი, ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი

ბრენდი

Hangzhou Udragon Chemical Co.,Ltd, ჩინეთი

სპარტაკუსი ფართო სპექტრის ფუნგიციდია, რომელიც სტრობილურინის ჯგუფს მიეკუთვნება (Quinone Outside Inhibitors) და აქვს სისტემური ეფექტი. პრეპარატს ახასიათებს ტრანსლამინარული, დამცავი ეფექტი ანტისპონორული თვისებებით, ასევე აზოქსისტრობინი სტრობილურინების ჯგუფის სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით უკეთესად გადაადგილდება მცენარეში. პრეპარატი გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კუტურების დასაცავად კომპლექსური დაავადებებისგან, როგორებიცაა ჭრაქი, ნაცარი, ქეცი, ფიტოფტოროზი და ალტერნარიოზი.

 

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

აქტიური ნივთიერებების უმეტესი ნაწილი შეიწოვება მცენარის ასიმილირებული ნაწილების მიერ, ერთი საათის განმავლობაში და ვრცელდება აკროპეტულად მცენარის ქსილემის გავლით. ამ მომენტიდან პრეპარატი იწყებს მოქმედებას პათოგენზე.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • პრეპარატი აკონტროლებს 33-ზე მეტ დაავადებას პათოგენების ოთხივე კლასის ჩათვლით- ომიცეტები, ასკომიცეტები, ბაზიდიომიცეტები და დეუტრომიცეტები;
  • პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს მცენარის ფიზიოლოგიურ თვისებებზე, აზოქსისტრობინის გამო, მცენარის ვეგეტაცია იზრდება 7 დღით;
  • ეფექტურად იყენებს ტენს და ხდება აზოტის ოპტიმალურად ათვისება;
  • გამოყენებიდან 3 საათში რეზისტენტულია წვიმის მიმართ;
  • ანადგურებს სოკოს ჰიფებს, ასევე სპორებსაც;
  • გამოიყენება როგორც სათბურებში, ასევე ღია და დახურულ გრუნტში;
  • თავსებადია უმეტეს ინსექტიციდებთან და ფუნგიციდებთან;
  • აქვს კარგი უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი თავსებადობა;
  • აზოქსისტრობინის გამოყენება, ასევე ხელს უწყობს მცენარის მიერ აზოტის უფრო ეფექტურ შეწოვას;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • საუკეთესო ეფექტის მისაღწევად ფუნგიციდის გამოყენება რეკომენდებულია დაავადების დაწყების ადრეულ ეტაპზე;
  • მცენარე უნდა შეიწამლოს დილით, ან საღამოს;
  • რეკომენდაციების სწორი გამოყენების შემთხვევაში, ფიტოტოქსიკურობა არ გამოვლინდება;
  • მოარიდეთ პრეპარატი კანს და სასუნთქ ორგანოს;  
  • შეწამვლის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით;

კულტურა დაავადება რეკომენდირებული დოზა (გ/ ჰა) ლოდინის პერიოდი (ჯერადობა)
ვაზი შავი სიდამპლე (Guignardia bidwellii), ჭრაქი (Plasmopara viticola), ვაზის ფოთლის სილაქავე (Phomopsis viticola) ნაცარი (Uncinula necator) 0.35-0.5 14 დღე (2)
კურკოვანი კულტურები (ატამი, ქლიავი, გარგარი, ალუბალი...) ნაყოფის სიდამპლე (Alternaria alternata),ანთრაქნოზი (Colletotrichum prunicola, C. gloeosporiodes), ჟნგა (Tranzschelia discolor), ჭრაქი (Sphaerotheca pannosa, Podosphaera clandestina), ქეცი (Cladospirum carpophilum), ფოთლების სილაქავე (Wilsonomyces carpophilus). 0.2-0.5 7 დღე (2)
ციტრუსი კიბო (Alternaria alternata), ფოთლების კიბო და სილაქავე (Alternaria citri), ცერკოსპორა - ფოთლებზე ჩნდება სხვადასხვა ფერის ლაქები (Cercospora spp.), ციტრუსოვანთა სიდამპლე (Diplodia natalensis), ფოთლების მოყვითალო ყავისფერი სილაქავე (Mycosphaerella citri), მელანოზი, ფოთლების მოწითალო-მოყავისფრო სილაქავე (Diaporthe citri), ციტრუსოვანთა ობი (Penicillium Decays), მწვანე ობი, შავი ობი, ლურჯი ობი(Penicillium spp.), ფესვის სიდამპლე (Phomopsis citrii), შავი სილაქავე (Colletotrichum acutatum), ჭრაქი (Erysiphe spp.), ციტრუსოვანთა ქეცი (Elsinoe fawcett ii) 0.3-0.5 7 დღე (2)
თხილი ნაყოფის სიდამპლე (Alternaria alernata), ანთრაქნოზი (Colletotrichum acutatum, Glomere IIa cingulata), სიდამპლე (Anisogramma anomale), ფიტოფტოროზი (Alternaria alternata), ქეცი (Cladosporium carpophilum), ყავისფერი (ნეკროზული) სილაქავე (Septoria pistaciarum). 0.2-0.5 35 დღე (2)
კაკალი ალტერნარიოზი (Alternaria alternate), კიბო (Botryosphaeria dothidea), თეთრი სილაქავე (Septoria spp.) 0.2-0.5 35 დღე (2)
ნუში ალტერნარიოზი (Alternaria alternate), ანთრაქნოზი, ნაყოფის სიდამპლე (Colletotrichum ocutatum), ფიტოფტოროზი (Seimotosporium lichenicola), ჟანგა (Transzhelia discolor), ქეცი (Cladosporium carpophilum), ფოთლების დაცხრილვა (Wilsonomyces cropophilus). 0.2-0.5 35 დღე (2)
კენკროვანი კულტურები ალტერნარიოზი (Alternaria alternate), ანთრაქნოზი, ნაყოფის სიდამპლე (Colletotrichum gloesporoides), ხეხილისა და ტყის ჯიშების სიდამპლე ( Botryosphaeria spp.), შავი სიდამპლე (Vaccinium spp.), შავი სილაქავე (Phomopsis vaccini), ნაცარი (Sphaerotheca spp.), თეთრი სილაქავე (Septoria spp.) 0.2-0.5 7 დღე (2)
ფისტა ალტერნარიოზი (Altrnaria alternate), კიბო (Botryosphaeria dothidea), თეთრი სილაქავე (Septoria spp.), ანთრაქნოზი (Colletotrichum fragariae), ნაცარი (Sphaerotheca macularis) 0.2-0.5 7 დღე (2)
მარწყვი ალტერნარიოზი (Altrnaria alternate), კიბო (Botryosphaeria dothidea), თეთრი სილაქავე (Septoria spp.), ანთრაქნოზი (Colletotrichum fragariae), ნაცარი (Sphaerotheca macularis) 0.2-0.5 7 დღე (2)
გოგროვანი კულტურები (კიტრი, გოგრა, ნესვი, ყაბაყი, საზამთრო..) ანთრაქნოზი (Colletotrichum lagenarium), გულის სიდამპლე (Rhizoctonia solani), ნაცარი -პერენოსპოროზი (Pseudoperonospora cubensis), შავი სილაქავე (Didymellabryoniae), ფოთლების სილაქავე (Alternaria spp., Cercospora spp.), ნეკროზი (Myrothecium roridum), ობი- პლექტოსპორიოზი (Plectosporium tabacinum), ფოთლის სილაქავე (Ulocladium cucubritae). 0.2-0.5 7 დღე (2)
პომიდორი  ანთრაქნოზი (Colletotrichum coccodes), შავი ობი, ფიტოფტოროზი (Alternaria alternata), სიდამპლე (Phytophthora spp.) ალტერნარიოზი, სილაქავე (Alternaria solani), ნაცარი (Oidiopsis sicula), ნეკროზული სილაქავე (Septoria lycopersici), მეწამული, მოწითალო სილაქავე (Corynespora cass iicoa). 0.07-0.2 7 დღე (2)
კარტოფილი ალტერნარიოზი, სილაქავე (Alternaria solani), ფიტოფთორიოზი - მუქი სილაქავე (Phytophthora infestans). 0.15-0.35 7 დღე (2)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
1 კგ 90 ლ

მსგავსი პროდუქცია