მთავარი | ინსექტიციდები | მედალ გოლდი
თიამეთოქსამი 141გ/ლ + ლამბდა ციჰალოტრინი 106 გ/ლ
პრეპარატული ფორმა ღირებულება მედალ გოლდი გამოიყენება ფართო სპექტრის მქონე მწუწნი და ქერცლფრთიანი მავნებლების კონტროლისთვის: ქერის, ხორბლის, შვრიის, ბოსტნეულის, სიმინდის კულტურებში. მედალ გოლდი ნეიროტოქსიური ინსექტიციდია, რომელშიც კომბინირებულია პირეტროიდის (ლამბდა-ციჰალოტრინი) და ნეონიკოტინოიდურის (თიამეთოქსამი) ინსექტიციდური მახასიათებლები, რაც მავნებლების სწრაფ განადგურებას განაპირობებს.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
მედალ გოლდი მოიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას (თიამეთოქსამი 141 გ/ლ +ლამბდა ციფალოტრინი 106 გ/ლ ). სხვადასხვა ქიმიური კლასის ნივთიერებები სრულად ავსებენ ერთმანეთს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ და რაც მთავარია ხანგრძლივ დაცვას. თიამეთოქსამი მიეკუთვნება ნეონიკოტინოიდების კლასს და აფერხებს ფერმენტის აქტივობას, ბლოკავს ნერვული იმპულსების გადაცემას და მავნებლები გადამეტებული ნერვული აგზნებისგან იღუპებიან. მწერების შემადგენლობის მეორე კომპონენტი - ლამბდა-ციჰალოტრინი, იწვევს იონურ დარღვევას და მწერების ნერვულ უჯრედებში დიდი რაოდენობით აცეტილქოლინის გამოყოფას. ლამბდა-ციჰალოტრინი იწვევს მავნებლების დამბლას და სიკვდილს. თიამეთოქსამის და ლამბდა-ციჰალოტრინის ერთობლივი მოქმედება უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობას და სწრაფ ინსექტიციდურ მოქმედებას. თიამეთოქსამი მოქმედებს აგრეთვე იმ მავნებლებზე, რომლებიც მცენარეზე ფარულად ბინადრობენ.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
- ზემოქმედების მაღალი სიჩქარე;
- პრეპარატი აღწევს მცენარის შიგნით და უზრუნველყოფს ხანგრძლივ დამცავ მოქმედებას 3 კვირის განმავლობაში;
- არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა;
- რეკომენდირებული სქემით მისი გამოყენება არ იწვევს მავნებლების რეზისტენტობას;
- პრეპარატი ეკონომიური ხარჯვის ნორმით და მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა;
- აქვს ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება არახელსაყრელ გარემო პირობებშიც კი;
- ხელს უშლის მავნებლის ხელახალ გამრავლებას;
- თავსებადია უმეტეს ინსექტიციდებთან, აკარიციდებთან და ფუნგიციდებთან;
- მწერები წყვეტენ კვებას დამუშავებიდან 10-20 წუთში, ხოლო სრული განადგურება ხდება 2-4 საათის შემდეგ;
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
- შესხურებისას მცენარის დაფარვის ხარისხი პრეპარატის ეფექტური მოქმედების მთავარი პირობაა;
- გამოყენების ოპტიმალური ტემპერატურაა +8-დან +25 °C-მდე;
- არ გამოიყენოთ მაშინ, როდესაც მწერი არის სტრესულ მდგომარეობაში;
- მინდვრის კულტურებზე ბუგრების წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობის მისაღწევად, აუცილებელია მცენარეების ადრეული დამუშავება (მავნებლის გამოჩენამდე),ამიტომ პრეპარატი უნდა გამოიყენოთ ბუგრების გამოჩენამდე 5 – 7 დღით ადრე;
- მაღალი ეფექტის მისაღებად, პრეპარატი ყველა რეკომენდაციის დაცვით უნდა გამოიყენოთ;
კულტურა | მავნებელი | ხარჯვის ნორმა ლ/პა |
შესხურების რაოდენობა, ლოდინის პერიოდი | დღეები | |||
ხორბალი |
ბაღლინჯოები-მდელოს ბაღლინჯო (Lugus pratensis), მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps), ჭიჭინობელები (Oulema melapus), ბუგრები - მარცვლოვანთა ჩვეულებრივი ბუგრი (Schzaphis gramina), ბუზები - მწვანე თვალა ბუზი (Chlorops pumilionis), ჰესენის ბუზი (Mayetiola destructor), მერომიზა (Meromyza saltatrix), თრიფსები-ხორბლის თრიფსი (Haplothrips tritici), რწყილები (Chaetocnema hortensis, Chaetocnemaordula,Phyllotreta vittula) |
0.3-0.35 | 40(1) | 40 | |||
ქერი | ბუგრები - ქერის ბუგრი (Brachycolus noxius), ბუზები-მწვანე თვალა ბუზი (Chlorops pumilionis), ჰესენის ბუზი (Mayetiola destructor), მერომიზა (Meromyza saltatrix), ბაღლინჯოები - მდელოს ბაღლინჯო (Lugus pratensis), პურის დიდი ხოჭო (Anisoplia austrica) | 0.3-0.35 | 40(1) | 40 | |||
შვრია | პურის ხოჭოები - პურის დიდი ხოჭო (Anisoplia austrica) | 0.2-0.25 | 40(1) | 40 | |||
ბოსტნეული | ბუგრები - ბაღჩის ბუგრი (Aphis gossipi), სათბურის ფრთათეთრა (Trialeurodes vaporariorum), თრიფსები-პომიდვრის თრიფსი (Frankliniella schultzei), პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილი (Tuta absoluta), ხვატარი-შემოდგომის ნათესების ხვატარი (Scotia segetum) | 0.1-0.15 | 40(1) | 14 | |||
კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო, კარტოფილის ჩრჩილი | 0.15-0.35 | 20(2) | ||||
სიმინდი | ბუგრები - სიმინდის ბეწვიანი ბუგრი (Rungsia maydis) ბამბის ხვატარი – Heliothis obsoleta ფაროსანა – Halyomorpha halys |
0.16-0.2 | 40(1) | 40 | |||
პომიდორი | კოლორადოს ხოჭო, ბამბის ხვატარი, ბუგრები | 0.15-0.2 | 14(1) | ||||
პომიდორი (დახურული გრუნტი) | სათბურის ფრთათეთრა, ბუგრები | 0.15-0.2 | 3(1) | ||||
კიტრი (დახურული გრუნტი) | ბუგრები, თრიფსები, ბაღლინჯოები | 0.1-0.15 | 3(1) | ||||
კიტრი | სათბურის ფრთათეთრა, ბუგრები | 0.22-0.25 | 10(1) | ||||
ვაზი | ფოთლიხვევიები, ტკიპები, ყურძნის ჭია | 0.25-0.3 | 60(1) 20(2) | ||||
თესლოვნები (ვაშლი, მსხალი) | ვაშლის კოკრიჭამია ცხვირგრძელა, ნაყოფჭამია, ფოთლიხვევიები, ვაშლის ფსილა | 0.25-0.3 | 60(1) 20(2) | ||||
კურკოვნები (ატამი) |
ბუგრები აღმოსავლური ნაყოფჭამია, ატმის დიდი ბუგრი, ბურტყლა ბუგრი |
0.25-0.3 | 60(1) 20(2) | ||||
პარკოსნები (სოია, ბარდა, ლობიო) |
ბუგრები, აბლაბუდა ტკიპა, თრიფსები, მემარცვლიები ცხვირგრძელები |
0.1-0.2 | 10(1) | ||||
კომბოსტო |
ხვატარი, თეთრულა, ჩრჩილი, რწყილები |
0.1-0.2 | 10(1) | ||||
ციტრუსები |
ბუგრები, ფარიანები,ცრუფარიანები |
0.25-0.5 | 60(1) 20(2) | ||||
თხილი, კაკალი |
ამერიკული თეთრი პეპელა |
0.25-0.4 | 60(1) 20(2) |
გამოყენების ინსტრუქცია;
- პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
- თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
- პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
- პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
- პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
- თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;
უსაფრთხოება;
- პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
- ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
- პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.
არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!
- ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
- არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;
დაუშვებელია:
- ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
- რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
- ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
- შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
- ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
- პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
- პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
- ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;
სამუშაოს დასრულების შემდგომ:
- რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
- დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;
როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში
- თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
- კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
- პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
- როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
- პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა | ფასი |
---|---|
1 ლ | 60 ლ |