ჰირო

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

ჰირო

იმიდაკლოპრიდი 700 გ/კგ

პრეპარატული ფორმა

წყალში ხსნადი გრანულები

ღირებულება

140.00

აირჩიე: 0.1 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი, კურკოვანი კულტურები, თავთავიანი კულტურები, ციტრუსი, თესლოვანი კულტურები, თხილი, პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, კიტრი

დაავადება / მავნებელი

ბუგრები,ნაყოფჭამიები, კოლორადოს ხოჭო, ფარიანები,ცრუფარიანები

ბრენდი

Agro Life Science Corporation ინდოეთი

იმიდაკლოპრიდი წარმოადგენს მაღალეფექტურ სისტემურ-კონტაქტური მოქმედების, ნეონიკოტინოიდური ჯგუფის ინსექტიციდს, მავნებლების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, კერძოდ: კარტოფილში, პომიდორში - კოლორადოს ხოჭოს, თრიფსების, ბუგრების, ვაშლსა, ქლიავზე - მწუწნი მავნებლების, ბუგრების, ცხვირგრძლების, ციტრუსში - ფრთათეთრას, ბუგრების, თრიფსების, ტკიპების, ვაზში - ყურძნის და კვირტის ჭიას, ფარიანების, ფილოქსერას, დახურულ გრუნტში ბოსტნეულ კულტურებზე - ბუგრების, თრიფსების, ფრთათეთრას წინააღმდეგ. პრეპარატის გამოყენება ასევე მნიშვნელოვანია სათბურებში.

მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატს აქვს მკვეთრად გამოხატული კონტაქტური აქტივობა. მცენარეში აღწევს ფოთლების, ღეროსა და ფესვის მეშვეობით. პრეპარატი აქტიურად მოქმედებს მავნებლების ნერვულ სისტემაზე და ბლოკავს პოსტსინაფსური ნერვის რეცეპტორებს. ინსექტიციდი სწრაფად თრგუნავს სიგნალიზაციას მავნებლების ცენტრალური ნერვული სისტემის მეშვეობით, რის შედეგადაც ისინი ჯერ კარგავენ მოძრაობის უნარს, შემდეგ წყვეტენ კვებას და იღუპებიან (ერთი დღის განმავლობაში). მოქმედების ფუნდამენტურად ახალი მექანიზმის გამო, პრეპარატი გამოიყენება მავნებლების პოპულაციის წინააღმდეგ, რომელიც რეზისტენტულია ტრადიციული ინსექტიციდების მიმართ. მოქმედებს როგორც ზრდასრულ მწერებზე, ასევე სხვადასხვა ასაკის ლარვებზე. ერთჯერადი შესხურებით პრეპარატს შეუძლია ხანგრძლივად დაიცვას მცენარე მავნებლისაგან. დამცავი ეფექტი 20-25 დღის განმავლობაში ნარჩუნდება, რაც წამლობების რაოდენობის შემცირების საშუალებას იძლევა.

 

 პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • აქვს ხანგრძლივი დაცვითი ეფექტი მავნებლების ფართო სპექტრის წინააღმდეგ;
  • მაღალი ინსექტიციდური აქტივობა (მათ შორის ფოსფოროგრანული და პირეტროიდული ინსექტიციდების მიმართ);
  • სისტემური მოქმედება (მოქმედებს ფარულად მყოფ მავნებლებზე);
  • კონტაქტურ - ნაწლავური მოქმედებით, მავნებლების სწრაფი განადგურება;
  • თავსებადია მინერალურ სასუქებთან და პესტიციდებთან;
  • ადვილად არ ჩამოირეცხება მცენარიდან;
  • მაღალეფექტურია გამოყენებიდან 1 საათში;
  • პრეპარატის ნორმირებული გამოყენება გამორიცხავს მის ფიტოტოქსიკურობას;
  • მავნებლების სწრაფი განადგურების უნარი (გამოხატული ნაწლავურ-კონტაქტური მოქმედების გამო);
  • გამოიყენება თესვის წინასწარი დამუშავებისთვის;        თავსებადია ზრდის სტიმულატორებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ  ყველაზე ერთგვაროვან ყლორტებს და ასტიმულირებენ მეორადი ფესვების განვითარებას;
  • ფესვთა სისტემის ძლიერი მოქმედებიდან გამომდინარე, საიმედოდ იცავს ახალგაზრდა ყლორტებს და ფოთლებს, რომლებიც დამუშავების შემდეგ იზრდება;
  • პრეპარატი არ მოქმედებს გარემოზე უარყოფითად;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • დამუშავების დროს ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურაა +12°С-დან +25°С-მდე;
  • ინსექტიციდი გამოიყენება მცენარეების სამკურნალოდ ვეგეტაციის პერიოდში, როდესაც მავნებელი გამოჩნდება;
  • რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია პრეპარატის შეცვლა სხვადასხვა ქიმიური ჯგუფის ინსექტიციდებით;
  • თავსებადია ფუნგიციდების უმეტესობასთან. უმჯობესია გამოყენებამდე ჩატარდეს ქიმიური შემოწმება (ტესტი);
  • რ გამოიყენოთ პროდუქტი გაღივებულ, დაბზარულ/დაზიანებულ, ან მაღალი ტენიანობის მქონე თესლებზე;
  • პრეპარატის გამოყენებამდე მარცვალი უნდა გაიწმინდოს უცხო დანამატებისა და მტვრისაგან;
  • თესლის დამუშავება ტარდება წინასწარ, ან უშუალოდ თესვის წინ;
  • ინსექტიციდი გამოიყენება მცენარეების შესაწამლად ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენისას;
  • ამუშაო ხსნარის მოსამზადებლად წყალი სუფთა უნდა იყოს (წყალში დიდი რაოდენობით უცხო სხეულები, სილა, ან თიხა შეიძლება მნიშვნელოვნად  იმოქმედოს ინსექტიციდის ეფექტურობაზე);
  • სამუშაო ხსნარი უნდა მომზადდეს უშუალოდ შეწამვლის წინ;

კულტურა

მავნებელი

ხარჯვის ნორმა გ/ლ

ვაშლი

ვაშლის ნაყოფჭამია, ვაშლის ბუგრი, კალიფორნიის ფარიანა, მენაღმე ჩრჩილი

0.07-0.1

ვაზი

ყურძნის ჭია

0.1

ატამი

ბუგრები, ვაშლის ბუგრი, აღმოსავლური ნაყოფჭამია

0.07-0.1

პომიდორი/კიტრი

ბამბის ხვატარი, ბაღჩის ბუგრი

0.04-0.05

კარტოფილი

კოლორადოს ხოჭო

0.04-0.05

საზამთრო,ნესვი

ბუგრები

0.04-0.05

ხორბალი

პურის ბზუალა

0.1

სიმინდი

სიმინდის ხოჭო

0.1

ვარდი

ვარდის ბუგრი, ჭრელი ჭიჭინობელა, კოკრიჭამია, ცხვირგრძელა

0.025-0.05

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
0.1 კგ 140 ლ

მსგავსი პროდუქცია