ინდაზოლი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

ინდაზოლი

კარბენდაზიმი 500გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

50.00

აირჩიე: 0.5 ლ 1 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი, კურკოვანი კულტურები, თავთავიანი კულტურები, ციტრუსი, თესლოვანი კულტურები, თხილი, პომიდორი, ხახვი, კიტრი, კომბოსტო, ნუში

დაავადება / მავნებელი

ნაცარი

ბრენდი

Parijat Industries ინდოეთი

მაღალეფექტური კონტაქტურ - სისტემური ფუნგიციდი, სასოფლო - სამეურნეო კულტურების ნაცრისა და სიდამპლეების გამომწვევი სოკოების წინააღმდეგ.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

ვინაიდან პრეპარატს გააჩნია როგორც დაცვითი, ისე კურატიული (სამკურნალო) მოქმედება,  ინდაზოლი უზრუნველყოფს დაავადების მოსპობას მისი სიმპტომების გამოჩენის შემდეგაც. იგი აჩერებს სოკოს უჯრედის დაყოფისა და წარმოქმნის პროცესს. პრეპარატი აფერხებს სპორების და სოკოების დამთრგუნველ აღმოცენებას, აფერხებს დაავადებების შემდგომ განვითარებას.

 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • ინდაზოლი შესანიშნავად აკონტროლებს მრავალ სოკოვან დაავადებას რთულ კლიმატურ პირობებშიც;
  • გამოიყენება მრავალ სასოფლო- სამეურნეო კულტურაში: ხორბალი, ქერი, შაქრის ჭარხალი, მზესუმზირა, ვაზი, კიტრი და სხვა;
  • იცავს მცენარის ქსოვილს შიდა და გარე ინფექციებისაგან;
  • აქვს სწრაფი და  ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება;
  • კულტურის განვითარების ფაზის მიუხედავად ფიტოტოქსიკურობას არ იწვევს;
  • იდეალურად მოქმედებს კომბინაციაში სხვადასხვა პესტიციდთან;
  • ეპარატს აქვს პროფილაქტიკური და თერაპიული თვისებები;
  • აჩერებს დაავადებას განვითარების ადრეულ ფაზაში;

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • დახურულ გრუნტში მოყვანილი კულტურების სამკურნალოდ ხსნარის კონცენტრაცია და მოხმარება ერთეულ ფართობებზე უნდა გაორმაგდეს;
  • დამცავი მოქმედების დრო არის 10 - 14 დღე მსუბუქი დაზიანებისას, ხოლო მძიმე დაზიანების შემთხვევაში - 7 დღე;
  • პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია, დაავადების სტადიაზე;
  • დადებითი დინამიკა მიიღწევა გარკვეული მკურნალობის რეჟიმის დაცვით;
  • კარბენდაზიმზე დაფუძნებული პროდუქტები უფრო დიდხანს ძლებს მცენარეზე და მასში შეღწევისას ძალიან ნელა მოძრაობს;
  • შესანიშნავად ერწყმის სხვა ფუნგიციდებსა და ინსექტიციდებს (შერევამდე აუცილებელია ჩატარდეს თავსებადობის ტესტი);

 

კულტურა დაავადება ხარჯის ნორმა ლ/ჰა ლოდინის პერიოდი დღე
ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი

ფესვის სიდამპლე, ჩაწოლა, ნაცარი, ჰელმინთოსპორიოზი, სეტორიოზი, ნაცარი

0.3-0.6/0.5-0.6 20(1) / 30(20)

შაქრის ჭარხალი

ცერკოსპოროზი, ნაცარი 0.6-0.8

20(3)

თუათა (სათესი ნაკვეთებიდა სანერგეები) აღმონაცენის ჩაწოლა, ფესვის სიდამპლე, ღეროს ფუზარიოზი 0.25-0.4 / 0.9-1.5 -(3-4)
ფოთლოვანი/წიწვოვანი ტყის ჯიშების სანერგეები ჩვ. ფოთლის ობი, სხვადასხვა ლაქიანობები 1.25-2.4 -(1-2)
მარცვლოვნები, პარკოსნები თესლის დაავადებათა კომპლექსი 1-1.5 ლ/ტ -(1)
თუთა - 5 ლ/ტ -(1)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
0.5 ლ 55 ლ
1 ლ 50 ლ

მსგავსი პროდუქცია